All for Joomla All for Webmasters

სიახლეები

მთავარი სიახლეები

როცა ახალი დღის გათენება არ გიხარია, რადგან გაახლოვებს სიკვდილთან…

რა მძიმე სათაურია, არა? მაგრამ ეს სიმძიმე კუნთების დისტროფიასა და მიოპათიასთან ერთად რეალური ხდება… როცა იცი, რომ შენმა 9 წლის შვილმა შეიძლება 17 წლამდე ვერ მიაღწიოს და ყოველ დღე გიწევს ამ აზრთან შეგუება, როცა ხედავ რომ შენს პატარა ანგელოზს დღითი-დღე უჭირს სიარული, თუ დაიხარა, დამხმარეს გარეშე წელში ვერ გასწორდება, თუ სკამზე დაჯდა დამოუკიდებლად ვერ ადგება… როცა ღამით შენი პატარას ტირილი გაღვიძებს, რომ ფეხები სტკივა….

ლიკა ბორაშვილი სრულიად ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო… 4-5 წლის ასაკში მოულოდნელად ფეხების ტკივილი დაეწყო, სეირნობისას მალე იღლებოდა და დაჯდომას ან ხელში აყვანას ითხოვდა, ღამით ტირილით იღვიძებდა … თავდაპირველად ექიმებს გლანდებისაგან გამოწვეული რევმატიული ტკივილი ეგონათ და ჯერ გლანდები, შემდეგ კი პოლიპები ამოაჭრეს, მაგრამ უშედეგოდ… მხოლოდ ერთი წლის უშედეგო ძიების შემდეგ, ოჯახის ახლობელმა ექიმმა ურჩიათ ნეიროგანვითარების ცენტრში მისვლა და კუნთების გამოკვლევა… პასუხი მოულოდნელი და გამანადგურებელი იყო… დაიწყო დაუსრულებელი ტანჯვა და პროცედურები…

საქართველოში დასმული დიაგნოზი იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ დედამ რკინის ქალამდენი ჩაიცვაო, რომ იტყვიან და ცარიელი ხელებით, ახლობლებისა და მეგობრების დახმარებით თურქეთში წავიდა გამოკვლევებზე… პასუხი ჯერ არ მოსვლია, მაგრამ მომდევნო პროცედურებზე ივლისის ბოლოს არის დაბარებული… მარტოხელა, სოციალურად დაუცველ დედას ამის საშუალება არ აქვს, არადა იმედი არსებობს, რომ ლიკუნამ იცოცხლოს!!
_________
საქველმოქმედო ნომერი :
0 901 701 225 (ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან )

დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი საიტიდან, ღილაკით “დაეხმარე”  ან თანხა ჩარიცხეთ შემდეგ რეკვიზიტებზე:

საქართველოს ბანკი :

GE51BG0000000668714400 (GEL ; USD ; EURO )

თიბისი ბანკი :

GE64TB7015436080100015 ( GEL )

GE44TB7015436180100003 ( USD )

GE17TB7015436180100004 ( EURO )

ლიბერთი ბანკი :

GE86LB0115119616889001 ( GEL )

ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”.
დანიშნულებაში მიუთითეთ ლიკა

დემეტრეს თვალები დახმარებას გვთხოვენ

ეს პატარა  ბიჭუნა 2 წლის დემეტრე წიქარიშვილია. დაახლოებით ერთი წლის წინ მას სუნთქვის პრობლემები დაეწყო, სპაზმები, და სხვა გართულებები. საქართველოში არსებული ყველა კლინიკა მოიარეს, მაგრამ უშედეგოდ. ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა, ამ ყველაფერმა კი ფილტვებზე ფიბროზული წანაზარდები გამოიწვია და პატარას სიცოცხლეს ნელნელა საფრთხე შეეპარა… დემეტრეს დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია, ოდნავ დაიღლება თუ არა, ჟანგბადის აპარატი სჭირდება.
მისთვის არ არსებობს არც ბავშვური თამაშები, არც სირბილი და სეირნობაც კი აკრძალული აქვს…
საქართველოში დიაგნოზის დასმაც ვერ მოხერხდა და ამიტომ გამოკვლევები თურქეთში გადააგზავნეს, საიდანაც 20 000 დოლარიანი ინვოისი ჩამოუვიდათ… ჯანდაცვამ 10 000 – ით დააფინანსა, დანარჩენი კი… ბავშვის მდგომარეობის სიმძიმის გამო კლინიკამ შესთავაზა, დანარჩენი თანხა მკურნალობის პერიოდში დაეფარათ, ანუ დაიწყებენ გამოკვლევებს და სადამდეც ეყოფათ ეს თანხა, მიყვებიან, შემდეგ კი დაფინანსებას დაელოდებიან…
დემეტრე თურქეთში უკვე გაემგზავრა,  მაგრამ დანაკლისი თნხა და უკან დასაბრუნებელი გზის ფული არ აქვთ…
ძალიან გთხოვთ, დავეხმაროთ ამ პატარას, რათა სუნთქვა შეძლოს და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს!

📲☎️ საქველმოქმედო ნომერი :
0 901 701 225 (ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან )

🙏 👉 დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი საიტიდან, www.mothershandscare.com ღილაკით “დაეხმარე” 💳 ან თანხა ჩარიცხეთ შემდეგ რეკვიზიტებზე:

✔️ საქართველოს ბანკი :

GE51BG0000000668714400 (GEL ; USD ; EURO )

✔️ თიბისი ბანკი :

GE64TB7015436080100015 ( GEL )

GE44TB7015436180100003 ( USD )

GE17TB7015436180100004 ( EURO )

✔️ ლიბერთი ბანკი :

GE86LB0115119616889001 ( GEL )

👉 ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”.
დანიშნულებაში მიუთითეთ დემეტრე

სიკეთე გადამდებია!

ჩვენი ხელებით შევცვალოთ სამყარო!

რას გააკეთებდით დედის გადასარჩენად? მზია მინდიკაურს ჩვენი დახმარება ესაჭიროება!

რას გააკეთებდით დედის გადასარჩენად?… დაფიქრდით, რას მოიმოქმედებდით ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამიანის გადასარჩენად… მესმის, ბავშვები უფრო გვეცოდება, მაგრამ დედას ასაკი არ აქვს! ისევე როგორც შვილს! ჰოდა, გთხოვთ, გავიღოთ თითო ლარი დედის გადასარჩენად!…

მზია მინდიკაურს ჩვენი დახმარება ესაჭიროება, ჯანდაცვამ და გამგეობამ ოპერაციისთვის საჭირო თანხის ნაწილით დააფინანსეს, დარჩენილ 1256 ლარს ექიმის ჰონორარი, 500 ლარი ემატება, რაც ოჯახისათვის ძნელი მოსაძიებელია… მეუღლე შარშან გარდაეცვალა და სწორედ სტრესის ფონზე გაიღვიძა დაჟეჟილ (დიდი ხნის წინ ხიდან გადმოვარდნილა) ადგილზე ჩაბუდებულმა ვერაგმა სენმა… ერთი წელია მკურნალობენ და ახლა ოპერაციის დრო დადგა… ჩვენთან მამა პანტელეიმონმა, ჩვენი სულმნათი ბარბარეს მეუღლემ გამოაგზავნა… ჰოდა იმედით შემოგვცქერის მზია დეიდაც და მისი ორი არასრულწლოვანი შვილიც, რომლებმაც აბასთუმანში დაიწყეს მუშაობა, რომ დედას დაეხმარონ….

______________________________________

📲☎️ საქველმოქმედო ნომერი :
0 901 701 225 (ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან )

🙏 👉 დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი საიტიდან, www.mothershandscare.comღილაკით “დაეხმარე” 💳 ან თანხა ჩარიცხეთ შემდეგ რეკვიზიტებზე:

✔️ საქართველოს ბანკი :

GE51BG0000000668714400 (GEL ; USD ; EURO )

✔️ თიბისი ბანკი :

GE64TB7015436080100015 ( GEL )

GE44TB7015436180100003 ( USD )

GE17TB7015436180100004 ( EURO )

✔️ ლიბერთი ბანკი :

GE86LB0115119616889001 ( GEL )

👉 ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”.

დანიშნულებაში მიუთითეთ მზია მინდიკაური

გარდატეხის ასაკი (11-18 წლის ბავშვის ასაკობრივი განვითარება) მშობლების მეგზური

Daughter with her unhappy parents
თამარ გაგოშიძე, ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა პროფესორი, ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

გარდატეხის ასაკი – ეს ტერმინი შფოთვასა და დაძაბულობას იწვევს მშობლებსა და მასწავლებლებში!  ამ დროს ბავშვი რადიკალურად იცვლება, მშობლები და მასწავლებლები ვერ ცნობენ, ცოტა ხნის წინ ასე ყველასათვის საყვარელ ბავშვს. რა მოხდა ისეთი, რომ ახლა ბავშვი ყველას წინააღმდეგაა, არაფერი მოსწონს, აღარ აინტერესებს ის, რაც ადრე იზიდავდა, საშინლად გაღიზიანებულია და ყველაფერს მწვავედ აღიქვამს? დიახ, ეს გარდატეხის ასაკია, რომელიც დისკომფორტია არა მხოლოდ გარშემო მყოფებისთვის, არამედ თვითონ ბავშვისთვისაც. ეს საკმაოდ დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ბავშვის და მომავალი პიროვნების ცხოვრებაში რამდენიმე ეტაპად იყოფა: 11-13 წელი წინაპუბერტატის პერიოდი, 13-15 წელი – ადრეული პუბერტატის პერიოდი, 15-17 წელი – შუა პუბერტატის პერიოდი და 17-19 წელი, გვიანი პუბერტატის პერიოდი. გოგონებში საშუალოდ პუბერტატის პერიოდი 11 წლის ასაკში იწყება, ხოლო ბიჭებში კი – 12 წლის ასაკში.

გარდატეხის ასაკი განვითარების კრიზისული პერიოდია, რადგან თვისებრივად იცვლება ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა, მისი სხეული, ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარება. ეს პერიოდი გარდატეხაა ბავშვობიდან მოზრდილობაში და კრიზისული სწორედ იმიტომაა, რომ ბავშვი უკვე აღარაა ბავშვი, მაგრამ არც მოზრდილი არაა. როგორ გაივლის ამ პერიოდს ბავშვი, როგორ დაუჭერენ მას მხარს მშობლები გარდატეხის ასაკის კრიზისის დასაძლევად და როგორი გამოცდილებით გამოვა ის ამ პერიოდიდან, ამაზეა დამოკიდებული მისი პიროვნების ჩამოყალიბება, ფსიქიკური ჯანმრთელობა და მომავალი ცხოვრება.

რით ხასიათდება ადამიანის ცხოვრებაში გარდატეხის ასაკის რევოლუციური პერიოდი?

ორგანიზმის ფიზიკური ცვლილებები

ჩვილობის ასაკის შემდეგ ეს პერიოდი უკიდურესად სწრაფი ფიზიკური ზრდით და ძლიერ გამოხატული ფიზიოლოგიური ცვლილებებით ხასიათდება, რაც 4–5 წელი გრძელდება. პირველ რიგში ესაა ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები. ერთდროულად იწყება ზრდის ჰორმონის, თიროიდული ჰორმონის და სქესობრივი ჰორმონების– გონადების ძლიერი აქტივაცია. ეს გავლენას ახდენს მოზარდის ორგანიზმის ფუნქციონირებაზე – ბავშვი უცბად იზრდება, სწრაფად მატულობს სიმაღლეში, იცვლება მისი სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის სისტემა, ბიჭებში აქტიურად გამომუშავდება ტესტოსტერონი– მამაკაცური ჰორმონი, ხოლო გოგონებში – ესტროგენი და პროგესტერონი. მოზარდის თავის ტვინის სისტემები და მათი შემადგენელი ნეირონული წრეები აქტიურად ვითარდება, განსაკუთრებით აქტიურია ჰიპოთალამუსი და ჰიპოფიზი, ტვინის ის ნაწილი, რომელიც აკონტროლებს ზრდისა და სქესობრივი ჰორმონების გააქტივებას; ეს იწვევს მეორადი სასქესო ნიშნების  აღმოცენებას: ბიჭებს უბოხდებათ ხმა, ემატებათ თმიანობა, ეზრდებათ კუნთების მასა; გოგონებს ეზრდებათ მკერდი, ეწყებათ მენსტრუალური ციკლი. სქესობრივი მომწიფება 12–13 წლიდან იწყება და 16–17 წლისათვის მთავრდება. ორგანიზმის ფიზიკური ცვლილებები ძალიან სწრაფად ხდება და შეიძლება უსიამოვნო იყოს მოზარდისთვის. მას ეცვლება სხეულის ფორმები, გარეგნობა უხეშდება, სხეულ დისპროპორციული ხდება სწრაფი ზრდის გამო, იცვლება კანის ზედაპირი – ხშირია გამონაყრი.

მოზარდის თავის ტვინში რევოლუციური ცვლილებები ხდება: მატულობს თავის ტვინის თეთრი ნივთიერება, ნეირონის მორჩები აქტიურად იტოტებიან და ამავე დროს, არასაჭირო ნერვული კავშირები ქრება სინაფსური კავშირების შეკვეცის ხარჯზე.  ამ პერიოდში აქტიურად ვითარდება თავის ტვინის წინა, შუბლის ნაწილი, რომელიც აკონტროლებს პრობლემის გადაჭრის, გადაწყვეტილების მიღების და ქცევის კონტროლის პროცესებს. თავის ტვინის ამ ნაწილის განვითარება ხელს უწყობს დაგეგმვას, რისკების შეფასებას, იმპულსის კონტროლს. მოზარდის თავის ტვინის განვითარებაში 3 ნეიროტრანსმიტერი, ანუ ნეირონის ამგზნები თუ შემაკავებელი ნივთიერება მონაწილეობს; ესენია: გლუტამატი, დოფამინი და სეროტონინი. ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ ნერვულ სისტემაში ნერვული იმპულსის გადაცემას ან შეკავებას. კერძოდ, გლუტამატი ნეირონის ამგზნები ნივთიერებაა. გარდატეხის ასაკის პირველ პერიოდში– წინა და ადრეული პუბერტატის ასაკში იმ სინაფსური კავშირების შეკვეცა ხდება, რომლებიც გლუტამატის რეცეპტორებს მოიცავენ და ამიტომ ამ პერიოდში მოზარდი უფრო შეკავებული და მოდუნებულია, ვიდრე აგზნებული. დოფამინი სიამოვნების შეგრძნებასთან არის დაკავშირებული. მოზარდობის პერიოდში დოფამინის დონე თავის ტვინის ერთ ნაწილში – ლიმბურ სისტემაში – იზრდება, დოფამინის შესავალი ასევე იზრდება პრეფრონტალურ ქერქში. ლიმბური სისტემა ემოციურ რეაქციებზე აგებს პასუხს და დოფამინის გაზრდილი აქტივობა აძლიერებს სარისკო ქცევას და მობეზრება/მოწყენის ზღურბლს აქვეითებს. სეროტონინი მონაწილეობს გუნებისა და ქცევის რეგულაციაში, მისი აქტივობის გაძლიერება ლიმბურ სისტემაში შესაძლოა აძლიერებს ემოციურობას და მგრძნობიარობას დაჯილდოებისა თუ სტრესის მიმართ. სწორედ ამიტომაა დამახასიათებელი მოზარდისათვის მოჭარბებული ემოციურობა, იმპულსურობა, სიამოვნების და ახალი გამოცდილების ძიება, უგუნებობა და უხალისობა.  თავის ტვინი, განსაკუთრებით კი შუბლის წილები აგრძელებს განვითარებას 20 წლამდე.

გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური და ფიზიკური ნიშნები:

  • ფიზიკური ზრდა სიმაღლეში;
  • კუნთების მასის მატება
  • მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება
  • სქესობრივი ჰორმონების გააქტიურება
  • ჰორმონალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის აქტივობის გაძლიერება;
  • თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილების მომწიფება.

შემეცნებითი უნარების განვითარება

11 წლიდან მოზარდის აზროვნება რადიკალურად იცვლება. ლოგიკური ოპერაციების განვითარებით, მათი აზროვნება მოზრდილებისას ემსგავსება. ამ ასაკიდან ბავშვს უკვე თავისუფლად შეუძლია განყენება, განზოგადება, ლოგიკური მსჯელობა და დასკვნის გამოტანა, კიდევ უფრო აქტიურად ვითარდება მკვეთრი წარმოსახვის უნარი. ამასთან ერთად, მოზარდის აზროვნება არათანმიმდევრულია მისი მოჭარბებული ემოციური რეაქტიულობისა და იმპულსურობის გამო. გარდატეხის ასაკის მოზარდებს მოსწონთ კამათი – ეს მათი უფროსებთან ურთიერთობის წამყვანი სტილია, რადგან ხაზს უსვამს მათ დამოუკიდებლობას. ამის მიზეზია ის, რომ მოზარდის ლოგიკური უნარები სწრაფად ვითარდება და მეორე მხრივ იზრდება მისი სკეპტიციზმი, ავტორიტეტების შემოწმების და უარყოფის ტენდენცია, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. საკუთარი თავის შესწავლის და გაგების მოთხოვნილება წამყვანი ხდება და ამიტომ მოზარდის აზროვნება ეგოცენტრულობას უბრუნდება. მოზარდის ეგოცენტრულობა, ანუ საკუთარ თავზე ფოკუსირება განსხვავდება სკოლამდელი ასაკის ბავშვების ეგოცენტრულობისაგან. გარდატეხის ასაკის ბავშვი საკმაოდ ბევრს ფიქრობს საკუთარი თავის შესახებ, საკუთარი თავითაა დაკავებული, იქნება ეს გარეგნობა, ურთიერთობები თუ სტატუსი. ამიტომ, ამ პერიოდში, ბავშვები თვლიან, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ, ყველაფერი იციან და ჭკუის სწავლება არ სჭირებათ. ძლიერი წარმოსახვისა და ეგოცენტრულობის გამო გარდატეხის ასაკის მოზარდები  ფიქრობენ, რომ სხვებიც ძლიერ დაინტერესებულები არიან მათი პიროვნებით, მათ წარმოსახვაში გარშემომყოფები მხოლოდ მათზე ამახვილებენ ყურადღებას და აფასებენ მათ. ამიტომ გარდატეხის ასაკის მოზარდები ხშირად თავს უხერხულად გრძნობენ, თითქოს სცენაზე არიან.

თუ მანამდე ბავშვის აზროვნება კონკრეტული ხასიათის, შავ–თეთრი იყო, „კარგი–ცუდი“, „მისაღები–მიუღებელი“ განზომილებებში, გარდატეხის ასაკში ის უკვე ნაცრისფერ ფერსაც იძენს. მოზარდს უკვე შეუძლია ლოგიკურად გაანალიზოს სიტუაცია, განიხილოს და შეადაროს სხვადასხვა ვარიანტი, გააკეთოს დასკვნა.

მოზარდს იზიდავს მისთვის უცნობი, შეუმეცნებელი, მისთვის ახალი მოვლენები, ნივთები, ადამიანები.

გარდატეხის ასაკის შემეცნებითი უნარების დამახასიათებელი ნიშნები:

 

  • ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარი
  • ალტერნატივების დანახვისა და გაგების უნარი
  • კამათის და დისკუსიის მოთხოვნილება
  • ძლიერი წარმოსახვა
  • ცნობისმოყვარეობა, უცნობის და ახლის გამოცდის და შემეცნების სურვილი
  • საკუთარი თავის შემეცნების სურვილი  და ცხოვრების საზრისის ძიება: „ვინ ვარ, რატომ ვარ?“

ფსიქო–ემოციური განვითარება

მოზარდის  ემოციური სფერო და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც რადიკალურად იცვლება მის ფიზიოლოგიურ დ სხეულებრივ ცვლილებებთან ერთად. უფროსები გარდატეხის ასაკის ბავშვთან ურთიერთობას რთულ საქმედ მიიჩნევენ, რადგან მისი ქცევა მოულოდნელი, წინააღმდეგობრივი და იმპულსურია. მოზარდის ფსიქოემოციური სფეროს განსაკუთრებულობა სწორედ მის ამბივალენტობაში, ანუ საპირისპირო/წინააღმდეგობრივი აზრების, გრძნობების და ქცევების თანაარსებობაშია. თვითონ მოზარდისთვისაც დისკომფორტია ასეთი წინააღმდეგობრიობა, უჭირს საკუთარი თავის გაგება, ამიტომ ხშირად უკმაყოფილოა თავის თავითაც და გარშემომყოფებითაც.

სწრაფი სხეულებრივი ცვლილებების გამო, მოზარდი დროულად ვერ ეგუება და იღებს თავის შეცვლილ გარეგნობას. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გამოიყურება და ყველა დეტალს აქცევს ყურადღებას. გარეგნობაზე შფოთვა და საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება მოზარდის ემოციური მდგომარეობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მხასიათებელია. შესაბამისად, ნებისმიერი, თუმდაც უწყინარი რეპლიკა მათი გარეგნობის შესახებ, ძალიან მძიმედ აღიქმება და განიცდება.

თავისი ეგოცენტრულობის გამო, მოზარდი თვლის, რომ ის თითქოს მიკროსკოპის ქვეშაა, გარშემომყოფები მას კრიტიკულად უყურებენ და აღიქვამენ, ამიტომ ხშირად თავს უხერხულად გრძნობს. მას ჰგონია, რომ ყველა მისით არის დაინტერესებული. სიმორცხვე და მოუქნელობა გარდატეხის ასაკის მოზარდისთვის ხშირი მახასიათებლებია, რის დაფარვასა და კომპენსაციასაც ის სხვადასხვა, ზოგჯერ არაადეკვატური გზით ცდილობს.

მოზარდობის ხანა იმპულსური და რადიკალური ქცევით გამოირჩევა. გარდატეხის ასაკში დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა და აღიარების მოთხოვნილება სარისკო ქცევების ალბათობას ზრდის. ჰორმონალური ცვლილებების გამო, ბავშვის ნერვული სისტემის აგზნება–შეკავების ბალანსი ირღვევა აგზნების სასარგებლოდ. მიუხედავად ლოგიკური აზროვნების განვითარებისა, მოზარდი ხშირად ვერ აკონტროლებს მოზღვავებულ ემოციებს და ენერგიას, როგორც წესი, ამ ასაკში ჯერ მოქმედებენ და მერე ფიქრობენ.

გარდატეხის ასაკის ბავშვისთვის რთულია ემოციების გაგება და მართვა, ამიტომ ხშირია ემოციური აფეთქებები, სიბრაზის, მოწყინების, უხალისობის და უგუნებობის გამოვლინებები. მოზარდობის პერიოდში შფოთვა და დეპრესია შესაძლოა არ ვლინდებოდეს ტიპურად, დიდად არ ეტყობოდეს ბავშვს და ამიტომ უფროსების ყურადღების მიღმა დარჩეს. ძნელია ვითომ თავდაჯერებული, სკეპტიკურად განწყობილი და ჯიუტი მოზარდის ფასადის უკან დაინახო შფოთვა და დეპრესიული გუნება.

მოზარდობის პერიოდში ხშირია მჩაგვრელის, მოძალადის როლის მორგება, ასევე ხშირია ჩაგვრის ობიექტად, მსხვერპლად ყოფნის შემთხვევები. მშობლები ხშირად არ არიან საქმის კურსში, რა ურთიერთობებში არიან მათი შვილები ჩართული და ხშირად ყურადღების მიღმა რჩებათ მოზარდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მისი კავშირები, სამეგობრო წრე და ა.შ.

გარდატეხის ასაკის ფსიქო-ემოციური განვითარების დამახასიათებელი ნიშნები:

  • უხერხულობის განცდა და სიმორცხვე
  • საკუთარი თავით და გარშემომყოფებით უკმაყოფილება
  • გრძნობებისა  და აზრების ამბივალენტობა
  • იმპულსურობა
  • უხალისობა და უგუნებობა
  • სწრაფი აგზნება და ემოციური აფეთქებები
  • სტრესი

სოციალური განვითარება

მოზარდის ფსიქოლოგიურ პორტრეტში განსაკუთრებული ადგილი უკავია “მე–კონცეფციის“ (საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენა, რწმენები და საკუთარი თავის შეფასება) აქტიურ ფორმირებას და სრულიად ახალი მიმართულებით მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას. თუ 11–12 წლამდე ბავშვისათვის მშობელი იყო მიჯაჭვულობის ობიექტი და მნიშვნელოვანი ავტორიტეტი, უკვე გარდატეხის ასაკში მოზარდისთვის მნიშვნელოვანი ხდება თანატოლების და სხვა მოზრდილების აზრი. მშობლების გავლენა მოზარდზე მცირდება, ხოლო თანატოლების ჯგუფის გავლენა კი – მნიშვნელოვნად იზრდება. მოზარდის მთავარი სოციალური ამოცანაა თავისი იდენტობის ძიება და აღმოჩენა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა „ვინ ვარ მე?“. თვითშემეცნება მოზარდის ერთ–ერთი წამყვანი შემეცნებითი ინტერესია. ამიტომ მოზარდი ექსპერიმენტირებს, გამოცდის სხვადასხვა როლებს, მათ შორის ნეგატიურს და მიუღებელსაც. ამ ეტაპზე მოზარდი ან ცდისა და შეცდომის მეთოდით ეძებს საკუთარ იდენტობას, ან სხვა მნიშვნელოვანი ადამიანების გავლენით. გარდატეხის ასაკში ისე, როგორც არასოდეს, ბავშვს იდენტობის სრულიად განსხვავებული გამოვლინებები აქვს სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაში – თანატოლებთან, ქუჩაში, სკოლაში, ოჯახში და ა.შ. ის ცდის ალტერნატიულ როლებს, ქცევებს, გარეგნობებს. მოზარდთა დიდი უმრავლესობა ახერხებს თავისი ერთიანი, ინტეგრირებული მე–კონცეფციის ჩამოყალიბებას სხვადასხვა როლების შეჯერებით და გამოცდით ღირებულებებთან, საზოგადოებაში გავრცელებულ შეხედულებებთან მიმართებაში. სამეგობრო წრეები, მოზარდების ქუჩის დაჯგუფებები, თანატოლების ჯგუფები, განსაკუთრებით მიმზიდველია გარდატეხის ასაკის მქონე მოზარდებისათვის, რადგან ის უძლიერებს მათ მიკუთვნების და ჯგუფის მხრიდან მიმღებლობის განცდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია „მე–კონცეფციის“ ჩამოყალიბებაში. მოზარდისთვის, დამოუკიდებლობის გრძნობასათან ერთად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იყოს ჯგუფის წევრი და აღიარებული იყოს ჯგუფის მიერ.

გარდატეხის ასაკის სოციალური განვითარების დამახასიათებელი ნიშნები:

  • დამოუკიდებლობის სურვილი
  • თანატოლების მხრიდან აღიარების სურვილი
  • ჯგუფთან მიკუთვნების და აღიარების მოთხოვნილება
  • მშობლების ავტორიტეტის უგულებელყოფა
  • „მე“–ს იდენტობის ძიება: თვით–შეფასებისა და საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენების და რწმენების ჩამოყალიბება
  • ადამიანებთან ურთიერთობით ექსპერიმენტირება
  • ალტერნატიული როლების, იდენტობების მორგება, მათ შორის ნეგატიურის და სარისკოსი
  • მნიშვნელოვანი ჯგუფის გავლენის ქვეშ ადვილად მოქცევის ტენდენცია.

მორალური განვითარება

გარდატეხის ასაკში, როდესაც ძლიერია დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, არჩევანის გაკეთება. ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს ის ორიენტირები, რის საფუძველზეც მოზარდი იღებს გადაწყვეტილებას როგორ მოიქცეს. საზოგადოებაში მიღებული მორალური, ეთიკური ღირებულებების გაცნობიერება და შეფასება მსჯელობისა და მორალურ დილემებზე აქტიური ფიქრის საფუძველზე, ამ ასაკში მთელი სიძლიერით იჩენს თავს. მოზარდს აწუხებს შეკითხვები იმის შესახებ, თუ რატომ იქცევიან ადამიანები ასე და არა სხვანაირად? მოზარდი ვერ იტანს ორმაგ სტანდარტებს, ის გულწრფელია. მისთვის კონკრეტული ქცევის ეთიკური შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია მისი პიროვნების იდენტობის მდგრადობისა და განვითარებისთვის.

ბავშვის განვითარების ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს პროსოციალური ქცევის მაგალითები. რადგანაც მოზარდისთვის მნიშვნელოვანია აღიარება, დამოუკიდებლობა და იდენტობის უნიკალურობა, საზოგადოების მხრიდან მისი მოხალისეობის, ენთუზიაზმის და სხვაზე ზრუნვის წახალისება სასარგებლო და შედეგიანია. მოზარდი ამით თავისი აღიარებისა და მიკუთვნების მოთხოვნილებას იკმაყოფილებს და იდენტობის გამოცდის მიზნით მცირდება მისი სარისკო ქცევებში ჩართვის ალბათობა.

დამახასიათებელი ნიშნები:

  • გულწრფელობა და ორმაგი სტანდარტის მიუღებლობა
  • საკუთარი და სხვისი ქცევის მოტივების ძიების მოთხოვნილება
  • ეთიკური დილემების მიმართ ინტერესი და მსჯელობა
  • მოხალისეობის და ლიდერობის მოთხოვნილება.

რისგან უნდა დავიცვათ მოზარდი?

იმპულსურობისკენ მიდრეკილების, ახლის შეცნობის სურვილის, საკუთარი იდენტობის ძიებისა და გამოცდის, თანატოლთა ჯგუფში აღიარების სურვილის გამო, მოზარდს რისკის შემცველი ქცევების განხორციელების დიდი ალბათობა აქვს. ეს შეიძლება იყოს ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკული ნივთიერებები, ადრეული სქესობრივი ცხოვრება, აზარტული თამაშები.

მშობლების უმრავლესობა თვლის, რომ მათ შვილს ეს საშიშროება არ შეეხება, თუმცა სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.

კვლევებით დასტურდება, რომ მშობლების დამოკიდებულება სარისკო ქცევების მიმართ, შვილებისადმი მათი ყურადღება, მიმღებლობა და გულდასმით მოსმენა ეხმარება მოზარდებს საკუთარ თავში გარკვევასა და სოციალურად მისაღები ქცევის არჩევაში.

რაც უფრო მაღალი შფოთვა აქვს მოზარდს, რაც უფრო მეტად არის უკმაყოფილო საკუთარი თავით, რაც უფრო ნაკლები ან ანტაგონისტური ურთიერთობა აქვს მშობლებთან, რაც უფრო ნაკლებად აქცევენ ყურადღებას მის ემოციებს და აზრებს, ნაკლებად უსმენენ და მსჯელობენ მასთან, მით უფრო მეტია მის მიერ სარისკო ქცევების განხორციელების ალბათობა.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

  • გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ბავშვის მშობელი და არა მეგობარი. მოზარდთან უკონფლიქტო, გულღია და ახლო ურთიერთობა არ გულისხმობს მასთან მეგობრობას. მშობელს  არასრულწლოვან შვილზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული, რაც მოზარდმაც კარგად უნდა გააცნობიეროს.
  • მოზარდზე ზეწოლა, ჩხუბი და მუქარა ყველაზე გამოუსადეგარი სტრატეგიაა, რადგან სრულიად საპირისპირო შედეგი მოაქვს. თქვენი შვილი კიდევ უფრო იკეტება და გშორდებათ, უფრო დაუმორჩილებელი და ჯიუტი ხდება;
  • მოუსმინეთ თქვენ შვილს, რას და როგორ გეუბნებათ. არ მოიმიზეზოთ თქვენი საქმეები და მხოლოდ ჭკუის დარიგებით ნუ შემოიფარგლებით, მიზანს ვერ მიაღწევთ. მოზარდი ვერ იტანს ჭკუის სწავლებას, მორალის კითხვას. ამის ნაცვლად, ეცადეთ რამდენიმე ალტერნატივა განიხილოთ და წაახალისოთ არჩევანი თვითონ გააკეთოს, როგორ ჯობს მოქცევა. ამ დროს მოზარდისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებას თვითონ იღებს, თუმცა თქვენი არგუმენტების და თქვენთან დისკუსიის გავლენით;
  • თქვენ აღარ ხართ ბავშვისთვის უპირობო ავტორიტეტი, ამიტომ მოგიწევთ მასთან დისკუსია კონკრეტულ საკითხებზე. თქვენი მსჯელობა არგუმენტირებული უნდა იყოს და სიტუაციას ვერ გამოასწორებს თქვენი განცხადება: „მე ასე მინდა და იმიტომ“. აუცილებლად მიეცით თქვენს შვილს აზრის გამოხატვის საშუალება და მოთხოვეთ არგუმენტები. ეს ამცირებს წინააღმდეგობას და აადვილებს კეთილგონიერი არჩევანის გაკეთებას;
  • ღია კონტროლი ძალიან გამაღიზიანებელია დამოუკიდებლობის სურვილის მქონე მოზარდისთვის. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია მას ასწავლოთ თავისი პასუხისმგებლობები და მოვალეობები. მასთან ერთობლივი შეთანხმებით მან უნდა დამოუკიდებლად გააკეთოს ბევრი რამ- მოემსახუროს საკუთარ თავს, დაგეხმაროთ საოჯახო საქმეში, მოამზადოს საშინაო დავალებები. ეს უნდა წახალისებული და დაჯილდოებული იქნას თქვენს მიერ. თავისი მოვალეობების შესრულებისას არ დაიშუროთ შექება და თქვენი დადებითი შეფასება;
  • დააწესეთ შეზღუდვები და ქცევის წესები. თქვენ შვილს ყველაფერზე შენიშვნას ვერ მისცემთ და ვერც მუდმივად აკონტროლებთ. აუცილებელია მოზარდმა იცოდეს რა ქცევას მოელოდებიან მისგან ოჯახში ყველაზე პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით: კომპიუტერზე თამაშის დრო, სახლში მისვლის დრო, გასართობ დაწესებულებებში წასვლა. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ასეთი შეზღუდვების დაწესება მოზარდისათვის სრულიად მისაღებია, რადგან  იმის მიმანიშნებელია, რომ თქვენ მასზე ზრუნავთ და გულგრილი არ ხართ;
  • გამონახეთ დრო, როდესაც მაკონტროლებელი ფრაზების ნაცვლად უბრალოდ დაელაპარაკებით თქვენს შვილს ცხოვრებაზე, თქვენს გამოცდილებასა და შეცდომებზე, მის ემოციებზე- რას გრძნობს და რას განიცდის. ეს შეიძლება იყოს სულ 20-30 წუთი დღეში;
  • აუცილებლად აღნიშნეთ თქვენი შვილის კარგი ქცევა, კონკრეტული მიღწევა. მოზარდებს თვითდაჯერება აკლიათ, დაბალი თვითშეფასების ტენდენცია აქვთ და ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი დადებითი შეფასება;
  • მიუხედავად მოზარდის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვისა და მშობლებისგან გაუცხოებისა, მისთვის მაინც მნიშვნელოვანია ოჯახური ერთობა, ერთობლივი, ხალისიანი და თბილი საღამოები, ოჯახური სადილი ან გასეირნება, მეგობარ ოჯახებთან ერთობლივი ღონისძიებები. ეს თავდაჯერებას და უსაფრთხოების განცდას უძლიერებს მოზარდს, ხელს უწყობს მის უფროსებთან კომუნიკაციას, ამცირებს წინააღმდეგობას და დაპირისპირებას;
  • მიუხედავად თქვენი მოუცლელობისა, მოუსმინეთ თქვენს შვილს- რას გელაპარაკებათ და როგორ. „აქტიური მოსმენა“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია მშობლის ხელში გარდატეხის ასაკის მქონე შვილთან ურთიერთობისათვის. კომუნიკაციის ეს სტრატეგია გულისხმობს პირველ რიგში იმის ხაზგასმას, რომ თქვენ გესმით, რას განიცდის, აძლევთ ემოციის გამოხატვის საშუალებას, არ უსვამთ „ჩამჭრელ შეკითხვებს“, არ ეკითხებით „რატომ?“, რადგან თვითონაც არ აქვს პასუხი. პირიქით, აძლევთ საშუალებას იმსჯელოს თავისი განცდების შესახებ და იპოვოს პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები.
  • ხელი შეუწყვეთ მოზარდს ინტერესების მიხედვით დაკავდეს კლასგარეშე საქმიანობით. გარდატეხის ასაკის ბავშვებისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა სპორტი, ხელოვნების, კონსტრუირების და საგამომგონებლო წრეები.

წყარო : www.wvi.ogr

წყალი _ ადამიანის სასიცოცხლო ელემენტი

წყალი ადამიანის სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჰაერთან ერთად. ადამიანს ჯანსაღი და სრულფასოვანი კვების გარდა ესაჭიროება წყალიც. წყალი ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის ზრდასრული ადამიანის სხეულის საერთო მასის 60-65%-ს შეადგენს. ზრდასრულ ორგანიზმს დღე-ღამეში 2-2,5 ლიტრი წყალი სჭირდება. ეს დღეისათვის ყველამ კარგად იცის, თუმცა მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი არ იღებს ორგანიზმისთვის საჭირო წყლის რაოდენობას. ამავდროულად, წყალი არის შესანაშნავი საშუალება სწრაფი გამოღვიძებისთვის. ძალიან ბევრი პრობლემა ორგანიზმში შეიძლება გადაწყვდეს მხოლოდ წყლის წყალობით!

არ არსებობს უფრო მარტივი და სასარგებლო რეცეპტი, ვიდრე ჭიქა წყალი უზმოზე! მხოლოდ წყალს შეუძლია „აამოძრაოს“ ჩვენი ორგანიზმი და არეგულიროს მისი მუშაობა: ამ მომენტში აქტიურდება ნერვული სისტემა, გვიკეთდება გუნება-განწყობა, რეგულირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა, ივსება წყლის უკმარისობა, ორგანიზმიდან გამოიდევნება ყველა არასაჭირო ტოქსინი და გადამუშავების პროდუქტი.
ამიტომ წყალი არის ნებისმიერი გამაჯანსაღებელი პროგრამის ან დიეტის მთავარი შემადგენელი ნაწილი.

იმისათვის, რომ ჭიქა წყლის დილის ეფექტი მაქსიმალური იყოს, უნდა გავითვალსიწინოთ წყლის მოხმარების ხუთი მთავარი წესი:

1. დალიეთ წყალი უზმოზე. ღამის განმავლობაში ხდება ჩვენი ორგანიზმის განახლება და ტოქსინებისგან გაწმენდა. სწორედ ამიტომ ექიმები და დიეტოლოგები გვირჩევენ წყლის დალევას უზმოზე საუზმემდე 30 წუთით ადრე. ეს არა მხოლოდ ავსებს დახარჯული წყლის ბალანსს, არამედ ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის მუშაობას, დაგროვებული ნაღვლის გამოყვანას და სასარგებლო ნივთიერებების უკეთ შეთვისებას.

2. საუკეთესო წყალი — წყაროს წყალია. რა თქმა უნდა, იდეალში. ამიტომ მთავარია, რომ წყალი იყოს სუფთა და უგაზო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს უმი წყალი, „ცოცხალი“, არა ადუღებული. სწორედ ამ სახით მას შეუძლია ორგანიზმის რეგენერაციის პროცესების დაწყება და ჟანგბადის სწრაფად მიყვანა ორგანიზმის ყველა უჯრედში. წყლის ბალანსის აღსადგენად ნამდვილად არ წავა ისეთი სასარგებლო სასმელები, როგორიცაა ჩაი, წვენი და სხვა. თქვენ ხომ არ გაწმინდავთ იატაკს წვენით?:)
თქვენი სხეული ხომ თქვენი შინაგანი ტაძარია.

სუფთა “ცოცხალი” წყალი შეიცავს ბევრი მიკროლემენტების იონებს: კალციუმის, მაგნიუმის, ნატრიუმის, კალიუმის და სხვა, რომლებიც ხდიან მას ტუტოვანს. ხსნადი გაზებისგან შეიცავს აზოტს, ჟანგბადს, იშვიათად გოგირდისწყალბადს და ნახშირწყალბადს. ეს „ცოცხალი“ წყალია. თუმცა ეს  არ ნიშნავს ცივ წყალს ონკანიდან. ეს არის ნებისმიერი დასალევი უგაზო წყალი, რომელიც იყიდება მაღაზიებში, ბოთლებში, ან ონკანის წყალი, რომელმაც გაიარა კარგი ფილტრაცია. ეს კომფორტული ტემპერატურის წყალია, რომელიც შეიძლება ერთი ყლუპით დალიო, მაგრამ არა ადუღებული. რატომ?
ადუღებულ წყალს არ გააჩნია მიკროელემენტები, ის არ არის ხსნადი – ეს არის მკვდარი ინერტული წყალი, რომელიც იწვევს სხეულის შეშუპებას.

3. ყურადღება მიაქციეთ წყლის ტემპერატურას — ის უნდა იყოს თქვენი სხეულის ტემპარატურაზე მაღალი. ძილის დროს ჩვენი სხეული იმყოფება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ამიტომ გროვდება შლაკები. გრილი წყალი მხოლოდ გააღიზინებს ლორწოს, აიძულებს ორგანიზმს დახარჯოს ზედმეტი ენერგია მისი გათბობისათვის, თბილი წყალი (30-40° С) კი უკეთესად ითვისება და ამავდროულად ანახლებს უჯრედშუა სითხეს. ყოველთვის დალიეთ პატარა ყლუპებით, რაღაც დროის განმავლობაში პირში წყალი დაიგუბეთ .

4. თაფლიანი წყლის სამკურნალო საიდუმლო. იმისათვის, რომ გაამზადოთ თაფლიანი წყალი საკმარისია ჭიქა წყალში გახსნათ ერთი კოვზი ნატურალური თაფლი. როგორც წესი, თაფლიანი წყალი უნდა დალიოთ გაღვიძებისთანავე. თუ მიაჩვევთ ორგანიზმს ასეთ სასმელ რეჯიმს, იგრძნობთ მონელების პროცესების ნორმალიზებას, იმუნიტეტის აღდგენას, გაგიქრებათ სტრესი, თქვენ კი უფრო ტანადი გახდებით. თაფლიანი წყალი ასევე უნიკალურია თავისი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტისოკოვანი ეფექტით.

5. დაამატეთ წყალში ლიმონი. კარგი იქნება თუ საღამოს თქვენ დატოვებთ წყალში ლიმონის ან ლაიმის ნაჭერს. მაშინ დილით თქვენ დაგხვდებათ შესანიშნავი ვიტანიმინიზირებული ნაყენი. ასეთი «კოქტეილი» ახდენს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და მონელების სისტემის სტაბილიზაციას, იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ასევე ამდიდრებს ორგანიზმს სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინებით (ლიმონის შემადგენლობაში შედიან კალციუმი, კალიუმი და მაგნიუმი).

ცოტაოდენი მისტიკა: ბევრი მეცნიერი აქტიურად ანვითარებს თეორიას, რომელიც ამტკიცებს, რიმ წყალს გააჩნია საკუთარი მეხსიერება. მარტივად რომ ვთქვათ, მისი დახმარებით შეიძლება როგორც განკურნება, ასევე მოკვლა. როგორც ძველ ზღაპარში – არსებობს «ცოცხალი» და «მკვდარი» წყალი. მითუმეტეს, წყალს შეიძლება მივცეთ ნებისმიერი „მეხსიერება“. ნესმიერი სიყვა, წარმოთქმული მრისხანებით „მუხტავს“ წყალს ნეგატიური ემოციებით და შესაძლებელია ავადმყოფობა გამოიწვიოს. და პირიქით, წყლისადმი ნათქვამმა კარგმა სურვილმა შეიძლება განკურნოს ადამიანი, რომელიც მას დალევს. სწორედ ამიტონ, ნაკურთხ წყალს ნამდვილად გააჩნია სამკურნალო თვისებები, ამ საკითხზე არაერთი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა, რომლებმაც დაადასტურა, რომ ნაკურთხი წყალი მართლაც, დიდხანს არ “ფუჭდება” და მას შეუძლია მრავალი დაავადების განკურნება. სწორედ იმიტომ, რომ ის “დამუხტულია” ლოცვითა და კეთილი სურვილებით.

 

 

“დამეხმარეთ, რომ ობოლი შვილიშვილების გამოკვება შევძლო!”

ეს პატარა ქრისტია… 1 წლის და 5 თვის… დედას ერთი სული ჰქონდა პატარა გოგონა ტიტინს როდის დაიწყებდა და “დედას” დაუძახებდა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ბედნიერებას ვერ ეღირსა… 2018 წლის ივნისში, ფეხით მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა, ქრისტი 6 თვის იყო…
ქრისტი დედას უკვე ამბობს….
მაგრამ…
მჯერა რომ მზიას ესმის…
მჯერა, რომ დედა მისი მფარველი ანგელოზია და დაიცავს ყოველგვარი ხიფათისაგან… 
მაგრამ….
ქრისტის უფროსი ძმაც ჰყავს, ვალერი, რომელიც შშმ ბავშვია და ძალიან, ძალიან დაკვირვებით გისმენს, რომ აღიქვას რას ეუბნები… ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ემოციებს ქცევით გადმოსცემს…

_ არაფერი არ მინდა, შვილო, მხოლოდ საჭმლით დამეხმარეთ, რომ ობლების გამოკვება შევძლო… _ გვითხრა ქალბატონმა ნათელამ, ბავშვების ბებიამ.

ხაჭაპური უყვარს ქრისტის…
და “ჩიჩია”…. ღვთისნიერი მეზობელი გვყავს, საბანკეტო დარბაზში მუშაობს და ზოგჯერ ის გვაწვდის, რასაც სუფრიდან მოიტანსო…. მეორე მეზობელს კი ერთხელ რომელიღაც ორგანიზაცია დაეხმარა და რომ ვთხოვე, ჩემზეც უთხარი, იქნენ ბავშვებისთვის საჭმელი მომიტანონო, უარი მითხრაო…
იცით, რომ უამრავი მძიმე ისტორია მოგვისმენია და მოგვიტანია თქვენამდე, მაგრამ ის რაც დღეს ვნახეთ, ყოველგვარ ზღვარს სცილდება…
ყველაზე მეტად ქრისტის გამოწვდილმა ხელებმა და “დედამ” შემძრა….
ვიცი, მას დედას ვერავინ შეუცვლის, მაგრამ ის მაინც ხომ შეგვიძლია, გასაჭირი შევუმსუბუქოთ…

საქველმოქმედო ნომერი : 0 901 701 225 (ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან )

დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ  დონაცია  განახორციელოთ ჩვენი საიტიდან, ღილაკით “დაეხმარე” ან თანხა ჩარიცხეთ შემდეგ რეკვიზიტებზე:

საქართველოს ბანკი :

GE51BG0000000668714400 (GEL ; USD ; EURO )

თიბისი ბანკი :

GE64TB7015436080100015 ( GEL )

GE44TB7015436180100003 ( USD )

GE17TB7015436180100004 ( EURO )

ლიბერთი ბანკი :

GE86LB0115119616889001 ( GEL )

ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”.

ამბის გაგრძელება…

რამდენიმე ხნის წინ ჩვენ მოგაწოდეთ ინფორმაცია ძლადობის მსხვერპლ ოჯახზე, რომლის მდგონარეობაც იმდენად მძიმე იყო, რომ 15 წლის გოგონას ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვია…. მათ მთაწმინდის რაიონულ გამგეობაში განცხადებაც დავაწერინეთ და მარიამისთვის ერთი თვის წამლებიც შევუძინეთ, რომლის საერთოვღორებულება 100 ლარს ბევრად აღემატებოდა და დედას მისი შეძენის საშუალება არ ჰქონდა… წარმოიდგინეთ, ბევრჯერ პურის საყიდელი ფულიც კი არ ჰქონიათ და ბავშვები მხოლოდ ჩაის ამარა იძინებდნენ ხოლმე…. დღეს კი ჩვენ მათ სახლშიც ვესტუმრეთ, სააღდგომო პროდუქტი მივუტანეთ და მარიამის მდგომარეობასაც გავეცანით. თქვენი წყალობით გოგონა თავს უკეთესად გრძობს, კარგად სძინავს, დღეს ჩვენთან ისაუბრა კიდეც, (პირველ ნახვაზე საერთოდ არ შემოვიდა კონტაქტში) ვიცინეთ და ვიხუმრეთ . მაისის დასაწყისში ექიმთან ვიზიტი უწევთ და ახალ კურსს დაუნიშნავენ, საბედნიეროდ, “საქართველოს ბანკის” თანამშრომლების გულისხმიერების წყალობით, მომდევნო თვის წამლების თანხაც გვაქვს!
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დავითრგუნეთ მათი ამბების მოსმენით, მაინც სიმშვიდით და რაღაცნაირი სიხარულით სავსეები წამოვედით, რადდგან მათ თვალებში იმედის სხივი დავტოვეთ, სხივი რომელიც თითოეული თქვენგანის დამსახურებაა!!

საქველმოქმედო ნომერი : 0 901 701 225 (ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან )

დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ  დონაცია  განახორციელოთ ჩვენი საიტიდან, ღილაკით “დაეხმარე” ან თანხა ჩარიცხეთ შემდეგ რეკვიზიტებზე:

საქართველოს ბანკი :

GE51BG0000000668714400 (GEL ; USD ; EURO )

თიბისი ბანკი :

GE64TB7015436080100015 ( GEL )

GE44TB7015436180100003 ( USD )

GE17TB7015436180100004 ( EURO )

ლიბერთი ბანკი :

GE86LB0115119616889001 ( GEL )

ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”.

დანიშნულებაში მიუთითეთ ანა

გმადლობთ ქველმოქმედებისთვის.

ნიკოლოზს ერთადერთი ოცნება აქვს _ იცოცხლოს!

9 წლის ნიკოლოზ ლეკიშვილს რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა გლიომა, არაკეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი თავის ტვინში, II ხარისხის… ნიკოლოზმა ორი ქიმია გაიკეთა, მაგრამ მეორე გადასხმის დროს მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, თითქმის 12 საათი ხელოვნურ სუნთქვაზე იყო. ექიმები განიხილავენ ოპერაციის შესაძლებლობასაც, მაგრამ სანამ ოპერაციას დაგეგმავენ, აუცილებელია ქიმიოთერაპიის კურსი, შემდეგ კი სრული გამოკვლევები, რომელიც 5 000$ ჯდება. 
უამრავი ადამიანი იბრძვის ნიკოლოზის გადასარჩენად, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ბავშვის გადასარჩენად საჭირო თანხა მისი ოჯახისთვის, მარტოხელა დედისთვის, წარმოუდგენლად ძნელი შესაგროვებელია.

იცით ნიკოლოზი რაზე ოცნებობს?
ხომ წერენო ფეისბუქზე, იმ ბავშვებზე, რომლებმაც სიმსივნე დაამარცხეს… იმ დღეს ველოდები, როცა ჩემზეც დაწერთო, ეს არის ჩემი ერთადერთი ოცნება და ვიცი, ამას შევძლებთო…..

9 წლის ბავშვები ველოსიპედზე, სხვადასხცა ტექნიკაზე და მგონი მთვარეზე გაფრენაზეც ოცნებობენ…
ნიკოლოზს კი მხოლოდ ერთი სურვილი აქვს _ იცოცხლოს!!!!!

მითხარით, ხომ იცოცხლებს ნიკოლოზი?????
ამისთვის მხოლოდ 1 ლარი ან 1 ზარი კმარა ჩენგან, სხვა არაფერი!!!!
ძალიან გთხოვთ, ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები ზედმეტია ,როცა უსიტყვოდ უნდა გავუგოთ ერთმანეთს !

არავინ იცის რა გველოდება ხვალ!
მხოლოდ სიკეთეა ის ძალა, რაც დაგვიფარავს და რაც გაგვაძლიერებს, გაგვაერთიანებს ერთმანეთის გასაჭირთან საბრძოლველად !

საქველმოქმედო ნომერი : 0 901 701 225 (ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან )

დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი საიტიდან, ღილაკით “დაეხმარე” ან თანხა ჩარიცხეთ შემდეგ რეკვიზიტებზე:

საქართველოს ბანკი :

GE51BG0000000668714400 (GEL ; USD ; EURO )

თიბისი ბანკი :

GE64TB7015436080100015 ( GEL )

GE44TB7015436180100003 ( USD )

GE17TB7015436180100004 ( EURO )

ლიბერთი ბანკი : GE86LB0115119616889001 ( GEL ) ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”.

დანიშნულებაში მიუთითეთ ნიკოლოზი

“დედის ხელები” ვანიშვილების ოჯახს ესტუმრა

დღეს ფონდი “დედის ხელები” რუსთავში, ვანიშვილების მრავალშვილიან ოჯახში იმყოფებოდა. ჩავუტანეთ პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, ტანსაცმელი და სათამაშოები. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, ძალიან დიდი მადლობა იმ შემოწირულობისთვის, რომლითაც საშუალება გვეძლება მსგავსი ოჯახების მდგომარეობა შევამსუბუქოთ!
არაფერი შეედრება ბავშვების გახარებულ და ბედნიერი თვალებს!!
და ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა!!
ღმერთმა ათასად გიქციოთ თქვენს მიერ გაღებული თთოეული თეთრი!!!

რუსთავში მცხოვრებ ვანიშვილების ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროებათ. მარიამი, ირაკლი, ბარბარე, ლაზარე და ცოტნე ყოველდღიურად ტკბილეულსა და გემრიელ საჭმელზე ოცნებით იძინებენ… “ყოველდღიურად პურის, კარტოფილის და მაკარონის ყიდვას ძლივს ვახერხებთ, ზოგჯერ მაკარონი თუ გვაქვს, იმ დღეს პურის ეკონომიას ვაკეთებთ და ასე გაგვაქვს თავი ძლივსძლივობით… მხოლოდ ჩაი რომ დალიონ, ამისთვის საჭირო შაქრის ყიდვა წამრმოიდგინეთ… ბავშვებს კატლეტი ენატრებათ, ხორციანი კერძი ალბათ ორი წელი იქნება არ გამიკეთებია. გარეთ გაყვანა მეზარება, რადგან ტკბილეული რომ დაუნახონ ვინმეს ხელში, ისეთი თვალებით მისჩერებიან, გული მიკვდება… დიდები კიდევ ითმენენ, მაგრამ პატარებს როგორ გავაგებინო…. დედა ვარ და მათ გამოხედვას ვერ ვუძლებ, გული მიკვდება მათი თვალების შემხედვარეს… ” _ გვითხრა ნინომ საუბრისას…

როცა უმცროსი ტყუპები დაიბადნენ, ოჯახი ქირის გადაუხდელობის გამო ქუჩაში აღმოჩნდა, ბინის მეპატრონემ საკეტი შეცვალა და მთელი მათი ნივთები, ჭურჭელი, ტანსაცმელი ბინაში დარჩა, გარკვეული პერიოდი რუსთავის მერიის ეზოში ათევდნენ ღამეს, შემდეგ კი ცხოვრება ნულიდან დაიწყეს… არც მაცივარი აქვთ, არც სარეცხის მანქანა.

ცოტა ხნის წინ, პატარა ბარბარე ნეკროზული ვასკულოპათიის და ლიმფადენიტის დიაგნოზით საავადმყოფოშიც იწვა, წოლითი რეჟიმი და დიეტა დაუნიშნეს, მაგრამ უსახსრობის გამო დიეტის სრულყოფილად დაცვას ვერ ახერხებენ, ხორცის, ხაჭოსა და ყველის ყიდვას ვერ ახერხებენ, ამიტომ მხოლოდ გერკულესი, მაკარონი, უტომატო წვნიანი და იშვიათად მაწონი, არის პატარას საკვები, ეს კი 7 წლის ბავშვის ორგანიზმს სერიოზული დასუსტების საფრთხეს უქმნის… გარდა ამისა, 2 კვირაში ერთხელ ექიმტან ვიზიტი და ანალიზებია საჭირო, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს…

უმორჩილესად გთხოვთ, დავეხმაროთ ვანიშვილების ოჯახს და შევუმსუბუქოთ ყოველდღიური გასაჭირი, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ საკვები, ჰიგიენური საშუალებები და სხვა ნივთები.

 

10 წლის ლუკა აბაევის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ფოტოზე გამოსახული ბიჭუნა 10 წლის ლუკა აბაევია… ის სექტემბრის ერთ ავბედით დღეს, სავარჯიშო ბურთიდან გადმოვარდა და ბეტონზე მუხლს დაარტყამდა… ტრამვა თითქოს სერიოზული არ იყო, მსუბუქი დაჟეჟილობა, დალურჯება და ოდნავი შესიება… თუმცა რამდენიმე დღეში ცელქი ლუკა , რომელიც დაშავებული მუხლის გამო ერთ ადგილზე ჯდომას ვერ ეგუებოდა, სავარძლიდან გადმოვარდა და მეტლახზე მუხლებით დაეცა… სწორედ ამ დღიდან დაიწყო ლუკას ტანჯვა… დაცემიდან ორ კვირაში ბავშვს მუხლი დაუსივდა და სიარული ვეღარ შეძლო, აუწია ტემპერატურამაც. ლაგოდეხში მიყვანისას აღმოჩნდა, რომ მუხლში სითხე იყო უკვე ჩამდგარი, რომელიც ამოიღეს და წოლითი რეჟიმიც დანიშნეს, მაგრამ მდგომარეობა დღითიდღე რთულდებოდა… შემდეგ უკვე გურჯაანში წაიყვანეს ლუკა, იქაც სითხე ამოუღეს, და სხივური თერაპია დაუნიშნეს, თუმცა სოციალურად დაუცველმა  ოჯახმა სხივების გაკეთება ვერ შეძლო… მალე მუხლში ინფექცია შეიჭრა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ლუკა თბილისში გადმოიყვანეს, სადაც ისევ სხივური თერაპია, ელექტრო ფორეზი, უვეჩე და ანტიბიოტიკები დაუნიშნეს, ამჯერადაც არასრულად შეძლო ოჯახმა ლუკასთვის მკურნალობის კურსის ჩატარება…. 
აბაევების მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ალბათ გაგვიჭირდება ერთ პოსტში ყველაფრის ჩატევა, მამა შრომის უუნაროა, 2006 წელს მშენებლობიდან გადმოვარდა, თავის ტრამვა მიიღო და ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, ამის გარდა გადიდებული აქვს ღვიძლი, აქვს კუჭის წყლული და სხვა შინაგანი დაავადებები… დედას თანდაყოლილი თავის სირბილე და საკუთარი ჯანმრთელობისთვის ვეღარც იცლის მეუღლისა და შვილის მძიმე მდგომარეობის შემხედვარე… იანვარში ლუკას ბებია გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, საწყალმა ქალმა უსახსრობის გამო ნორმალური მკურნალობა ვერ ჩაიტარა და შეეწირა ამ დაავადებას…

მოგმართავთ თხოვნით !
ჩვენ ერთად არაერთი პატარა გადაგვირჩენია!

ჩვენ ერთად არაერთი ბავშვისთვის დაგვიბრუნებია ბედნიერი ბავშვობა !

ჩვენ ერთად არაერთი ადამიანისთვის გაგვიწვდია დახმარების ხელი!
ამჯერადაც თქვენი იმედი გვაქვს !

ვიცი, არ მიატოვებთ ლუკას და დაგვიდგებით გვერდით მის გადასარჩენად!

საქველმოქმედო ნომერი : 0 901 701 225 (ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან )

დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი საიტიდან, ღილაკით “დაეხმარე” ან თანხა ჩარიცხეთ შემდეგ რეკვიზიტებზე:

საქართველოს ბანკი :

GE51BG0000000668714400 (GEL ; USD ; EURO )

თიბისი ბანკი :

GE64TB7015436080100015 ( GEL )

GE44TB7015436180100003 ( USD )

GE17TB7015436180100004 ( EURO )

ლიბერთი ბანკი : GE86LB0115119616889001 ( GEL ) ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”.

დანიშნულებაში მიუთითეთ ლუკა აბაევი