“დედის ხელები” სანზონაში მდებარე მოხუცთა ლაზარეთს ესტუმრა, სადაც დედა ელენეს 38 მიუსაფარი მოხუცი ჰყავს შეფარებული…

თითოეულ მათგანს განსხვავებული ისტორია აქვს, მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებს, მათზე უთბილესი დედაო და სრულიად უცხო ადამიანები ზრუნავენ…  ჩვენთან საუბრისას ცრემლმორეულმა დედა ელენემ აღნიშნა, რომ არც ერთი მათგანისათვის არ მიულოცია ახალი წელი ახლობლებს, ვისაც ჰყავს, ისინიც კი არ გახსენებია ვინმეს, და უდიდესი მადლობა გადაგვიხადა იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელიც მათ ვაჩუქეთ…
საღამო იყო და დასაწოლად ემზადებოდნენ, ხელი რომ არ შეგვეშალა მათთვის, დავპირდით, რომ აუცილებლად ვესტუმრებოდით დღისით და თითოეული მათგანის ისტორიას თქვენამდე მოვიტანდით…
ემიგრანტებისა და თითოეული თქვენგანის მიერ შემოწირული თანხით ლაზარეთში უამრავი პროდუქტი და ჰიგიენური ნივთები მივიტანეთ
კომპანია ალტას მიერ შემოწირული უგემრიელესი შოკოლადი
საღმურები თითოეული მათგანისათვის და უამრავი ტკბილი და თბილი მოკითხვები თითოეული თქვენგანისაგან!
დედა ელენესგან კი უდიდესი მადლი და ლოცვა – კურთხევა გამოგვყვა!

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე

https://www.facebook.com/watch/?v=2878334832185398

ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ზრუნვას ყველა იმ ადამიანზე, ვისაც ვჭირდებით და თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ

საქველმოქმედო ნომერი :
0 901 701 225 (ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან )

დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი საიტიდან, ღილაკით “დაეხმარე”,  ან თანხა ჩარიცხეთ შემდეგ რეკვიზიტებზე:

საქართველოს ბანკი :

GE51BG0000000668714400 (GEL ; USD ; EURO )

თიბისი ბანკი :

GE64TB7015436080100015 ( GEL )

GE44TB7015436180100003 ( USD )

GE17TB7015436180100004 ( EURO )

ლიბერთი ბანკი :

GE86LB0115119616889001 ( GEL )

ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”.

კომენტარები

კომენტარები