2019 წლის ბოლო 10 დღე განსაკურებით ემოციური და დატვირთული იყო ჩვენი ფონდისთვის,
ვესტუმრეთ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარს და ტკბილი მოხუცების საახალწლო სურვილები შევასრულეთ, რომლებიც მე თავად ჩავიწერე და თქვენამდე წერილების სახით მოვიტანე… ეს საოცრად ბედნიერი დღე უშუალოდ თქვენი თანამონაწილეობით შედგა, თითოეული თქვენგანის, ჩვენი ემიგრანტების, კომპანიების lotto.ge • საქართველოს ეროვნული ლატარია @ალტა რითეილი, შენი სახლი ჯიქიაზე _ მომსახურების ოფისი, _ ჩართულობით, გავახარეთ ხანდაზმულთა სახლი ,,სახლი საზღვრებს გარეშე” “House Without Borders” – ს ბენეფიციარი მოხუცები, რისთვისაც უდიდეს მადლობას გიხდით !

 ვერ ავუდიოდით ამანათების მიღებას, საქართველოს ყველა კუთხიდან, საზღვარგარეთიდან… ეს ისეთი გრძნობა იყო, სიტყვები არ მეყოფა ამ ემოციის გადმოსაცემად, საოცარი სანახავი იყო 13 ხანდაზმულის გარშემო გაერთიანებული საქართველო, ტელეფონზე ზარი არ წყდებოდა და საჩუქრების ნაკადი არ წყდებოდა!
მოვინახულეთ რამდენიმე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი წინასაახალწლოდ…
დაბადების დღე მივულოცეთ ჩვენს ბენეფიციარს, ლაშა ბურდულს, რომელსაც ჰოჩკინის ლიმფომა აქვს და იაშვილის საავადმყოფოში გადის ქიმიოთერაპიის კურსს.
საახალწლო საჩუქარი გავუკეთეთ ჩვენს ბენეფიციარს, ვალერი კევლიშვილს, რომელიც ასევე იაშვილის საავადმყოფოში გადის ქიმითერაპიის კურსს, დიაგნოზი ლეიკემია.
ამ აქციების ფოტო-ვიდეო კოლაჟი შეგიძლიათ ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე იხილოტ.
ჩვენი საახალწლო აქციები ამით არ მთავრდება, წინასაშობაოდაც უამრავ ლამაზ ამბავს გპირდებით , უნდა ვესტუმროთ მოხუცთა სახლს სანზონაში, სადაც დედა ელენეს 37 მოხუცი ჰყავს შეფარებული და მათაც აუცილებლად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა 

უღრმესი მადლობა განვლილი წლისათვის და 2020 წლიდან ახალი შემართებით შევუდგეთ საქმეს!
_____________________________________

საქველმოქმედო ნომერი :
0 901 701 225 (ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან )

დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი საიტიდან,  ღილაკით “დაეხმარე”  ან თანხა ჩარიცხეთ შემდეგ რეკვიზიტებზე:

საქართველოს ბანკი :

GE51BG0000000668714400 (GEL ; USD ; EURO )

თიბისი ბანკი :

GE64TB7015436080100015 ( GEL )

GE44TB7015436180100003 ( USD )

GE17TB7015436180100004 ( EURO )

ლიბერთი ბანკი :

GE86LB0115119616889001 ( GEL )

ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”.

კომენტარები

კომენტარები