16 წლის ლაშა ბურდულს ერთწლიანი გამოკვლევების შემდეგ, ჰოჩკინის ლიმფომა დაუდგინეს, ორი დღის წინ კი უკვე ქიმიაც დაიწყეს…
ოჯახი არის უკიდურესად გაჭირვებული, ლაშას მამა არ ჰყავს, მხოლოდ დედა და 18 წლის და არის მისი იმედი, დას 200 ლარი აქვს ხელფასი და გზის ფულადაც არ ჰყოფნის… მამის გარდაცვალების შემდეგ ბავშვები გარკვეული პერიოდი კარიტასში ცხოვრობდნენ, ისე გაუჭირდათ , შემდეგ ახალგაზრდულმა სახლმა “სიცოცხლის შანსი” გაუწია დახმარება და დაასაქმა ორივე, მაგრამ გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო უთქვამთ ჩვენს წინაპრებს და ლაშასაც, როცა უკვე ნელნელა ფეხზე უნდა წამომდგარიყვნენ, ვერაგი სენი აღმოაჩნდა…
ამჟამად მათი ერთადერთი შემოსავალი ლაშას ობლობის პენსია და დის 200 ლარია, რომელიც გოგონას თავადაც არ ჰყოფნის, რადგან ისიც საოპერაციოა, ორი წლის წინ კისტა აღმოაჩნდა ქვედა ყბაზე და დღემდე ვერ მოაგროვეს ოპერაციისთვის საჭირო თანხა…
უმორჩილესად გთხოვთ, გავუწიოთ დახმარება ამ ბავშვს, მას მთელი ცხოვრება წინ აქვს, განვლილ ცხოვრებაში კი კარგი არაფერი უნახავს… მივცეთ სიცოცხლის შანსი, გთხოვთ… 

 საქველმოქმედო ნომერი :
0 901 701 225 (ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან )

დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი საიტიდან, ღილაკით “დაეხმარე”  ან თანხა ჩარიცხეთ შემდეგ რეკვიზიტებზე:

საქართველოს ბანკი :

GE51BG0000000668714400 (GEL ; USD ; EURO )

თიბისი ბანკი :

GE64TB7015436080100015 ( GEL )

GE44TB7015436180100003 ( USD )

GE17TB7015436180100004 ( EURO )

ლიბერთი ბანკი :

GE86LB0115119616889001 ( GEL )

ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”.

კომენტარები

კომენტარები