დღეს ფონდი “დედის ხელები” რუსთავში, ვანიშვილების მრავალშვილიან ოჯახში იმყოფებოდა. ჩავუტანეთ პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, ტანსაცმელი და სათამაშოები. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, ძალიან დიდი მადლობა იმ შემოწირულობისთვის, რომლითაც საშუალება გვეძლება მსგავსი ოჯახების მდგომარეობა შევამსუბუქოთ!
არაფერი შეედრება ბავშვების გახარებულ და ბედნიერი თვალებს!!
და ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა!!
ღმერთმა ათასად გიქციოთ თქვენს მიერ გაღებული თთოეული თეთრი!!!

რუსთავში მცხოვრებ ვანიშვილების ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროებათ. მარიამი, ირაკლი, ბარბარე, ლაზარე და ცოტნე ყოველდღიურად ტკბილეულსა და გემრიელ საჭმელზე ოცნებით იძინებენ… “ყოველდღიურად პურის, კარტოფილის და მაკარონის ყიდვას ძლივს ვახერხებთ, ზოგჯერ მაკარონი თუ გვაქვს, იმ დღეს პურის ეკონომიას ვაკეთებთ და ასე გაგვაქვს თავი ძლივსძლივობით… მხოლოდ ჩაი რომ დალიონ, ამისთვის საჭირო შაქრის ყიდვა წამრმოიდგინეთ… ბავშვებს კატლეტი ენატრებათ, ხორციანი კერძი ალბათ ორი წელი იქნება არ გამიკეთებია. გარეთ გაყვანა მეზარება, რადგან ტკბილეული რომ დაუნახონ ვინმეს ხელში, ისეთი თვალებით მისჩერებიან, გული მიკვდება… დიდები კიდევ ითმენენ, მაგრამ პატარებს როგორ გავაგებინო…. დედა ვარ და მათ გამოხედვას ვერ ვუძლებ, გული მიკვდება მათი თვალების შემხედვარეს… ” _ გვითხრა ნინომ საუბრისას…

როცა უმცროსი ტყუპები დაიბადნენ, ოჯახი ქირის გადაუხდელობის გამო ქუჩაში აღმოჩნდა, ბინის მეპატრონემ საკეტი შეცვალა და მთელი მათი ნივთები, ჭურჭელი, ტანსაცმელი ბინაში დარჩა, გარკვეული პერიოდი რუსთავის მერიის ეზოში ათევდნენ ღამეს, შემდეგ კი ცხოვრება ნულიდან დაიწყეს… არც მაცივარი აქვთ, არც სარეცხის მანქანა.

ცოტა ხნის წინ, პატარა ბარბარე ნეკროზული ვასკულოპათიის და ლიმფადენიტის დიაგნოზით საავადმყოფოშიც იწვა, წოლითი რეჟიმი და დიეტა დაუნიშნეს, მაგრამ უსახსრობის გამო დიეტის სრულყოფილად დაცვას ვერ ახერხებენ, ხორცის, ხაჭოსა და ყველის ყიდვას ვერ ახერხებენ, ამიტომ მხოლოდ გერკულესი, მაკარონი, უტომატო წვნიანი და იშვიათად მაწონი, არის პატარას საკვები, ეს კი 7 წლის ბავშვის ორგანიზმს სერიოზული დასუსტების საფრთხეს უქმნის… გარდა ამისა, 2 კვირაში ერთხელ ექიმტან ვიზიტი და ანალიზებია საჭირო, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს…

უმორჩილესად გთხოვთ, დავეხმაროთ ვანიშვილების ოჯახს და შევუმსუბუქოთ ყოველდღიური გასაჭირი, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ საკვები, ჰიგიენური საშუალებები და სხვა ნივთები.

 

კომენტარები

კომენტარები