ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველდღიურად ძალიან მძიმე ამბების მოსმენა გვიწევს, მაგრამ ზოგჯერ ამ მაბებში გამოერევა ისეთი, რომელიც მთლიანად შეგძრავს და შეგარყევს. ეს ამბავიც სწორედ ასეთია…

ანა სამი შვილის დედაა. ის მეუღლის მხრიდან, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. გარკვეული პერიოდი თავშესაფარში ცხოვრობდა, მაგრამ სამთვიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, ცარიელი ხელებით, სამი შვილითა და უამრავი პრობლემით, ღია ცისქვეშ დარჩა და იძულებული გახდა იქ წასულიყო , სადაც დროებითი ღამის გასათევი გამოუჩნდა _ ყოფილი მეუღლის სიახლოვეს, იგივე კორპუსში, გვერდზე სადარბაზოში… ყოველდღიურმა დაძაბულობამ ტავისი სედეგი გამოიღო და ანას შუათანა შვილი, 15 წლის მარიამი, საავადმყოფოში აღმოჩნდა, ინსულტის ნიშნებით. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გოგონას ასევე ჰქონდა რკინადეფიციტური ანემია, რომელიც არასატანადო კვებით იყო გამოწვეული და ფსიქო-ნევროლოგიური პრობლემები… წარმოიდგინეთ, მამა რომ ეტყვის შვილს, “დედას კარებზე დაუკაკუნე, რომ გაგიღებს მე დანას ჩავარტყამო”… აქვს სიუციდისკენ მიდრეკილება, ხედავს ჰალუცინაციებს და ესაჭიროება ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ერთობლივი მეთვალყურეობა.

ანამ სოციალური დახმარების მისაღებად დაწერა განცხადება, მაგრამ მაღალი ქულები მოუვიდა, გაასაჩივრა და მხოლოდ იმას მიაღწია, რომ ბავშვების 50 ლარს იღებს თვეში, უფროსი შვილი რადგან 17 წლის არის , მხოლოდ ორ ბავშვზე დაუნიშნეს დახმარება. და თვეში 100 ლარია მათი მუდმივი შემოსავალი ამჟამად, რომელიც 14 აპრილიდან დაერიცხებათ…  სოციალურმა სამსახურმა ბავშვების მინდობით გაყვანაც კი შესთავაზა, თუ შენ ვერ უვლი ამ ბავშვებს, ჩვენ მივხედავთო…

თუმცა, ამჟამად მათ პრობლემებს დაემატა კიდევ ერთი სერიოზული გასაჭირი, სახლი რომელიც დროებით ათხოვეს, უნდა დაცალონ და წასასვლელი არსად აქვთ. თხოვნით მივმართეთ მთაქმინდის რაიონულ გამგეობას, სადაც ანას რეგისტრაცია აქვს , რომ ქირით დააფინანსოს, და ანამ თბილისში გადმოსვლა შეძლოს, რადგან მარიამს როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფიქოლოგთან უნდა იაროს სისტემატურად, რისი საშუალებაც რაიონში არ არის..

ოჯახს ესაჭიროება საკვები, რადგან გოგონას ორგანიზმი უჭმელობით გამოფიტულია და ძალების აღდგენას ვერ ახერხებს, წამლები…

ყველაზე შემზარავი კი არის ის, რომ ახალგაზრდა ქალი იხვეწება, რომ არ გახდეს იძულებული მოძალადე ქმარს დაუბრუნდეს… ამას ქმარიც ხედავს და ყველა ახლობელს მათ დახმარებას უკრძალავს, ამ საკითხზე დედასთანაც მოუვიდა უთანხმოება და კიდევ ერთი შემაკავებელი დაუწერეს, დედის მიმართ ფიზიკური ძალადობის საფუძველზე, უთანხმოების მიზეზი იყო კაცის მოთხოვნა,  ბებია არ დახმარებოდა შვილიშვილებს და მათაც დაბრუნების გარდა, სხვა გზა აღარ დარჩებოდათ….

ფაქტები უმძიმესია და დოკუმენტურად დადასტურებული…

საქველმოქმედო ნომერი : 0 901 701 225 (ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან )

დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ  დონაცია  განახორციელოთ ჩვენი საიტიდან, ღილაკით “დაეხმარე” ან თანხა ჩარიცხეთ შემდეგ რეკვიზიტებზე:

საქართველოს ბანკი :

GE51BG0000000668714400 (GEL ; USD ; EURO )

თიბისი ბანკი :

GE64TB7015436080100015 ( GEL )

GE44TB7015436180100003 ( USD )

GE17TB7015436180100004 ( EURO )

ლიბერთი ბანკი :

GE86LB0115119616889001 ( GEL )

ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”.

დანიშნულებაში მიუთითეთ ანა

გმადლობთ ქველმოქმედებისთვის.

კომენტარები

კომენტარები