ბარბარე პაპუნაშვილის ოპერაციისთვის შეგროვებული თანხა ოჯახს დაუბრუნა, როგორც ბანკის წარმომადგენელმა განგვიმარტა, თანხის ჩამოჭრა ყველაფერი პროგრამულად მოხდა, მგრამ როგორც კი მათთვის ცნობილი გახდა, რომ ჩარიცხული თანხა საქველმოქმედო დანიშნულების იყო, განიხილეს ეს საკითხი და თანხის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ფონდი “დედის ხელები” ბარბარე პაპუნაშვილის დახმარებას კვლავ აგრძელებს, მას ესაჭიროება კიდევ ერთი ოპერაცია და რობოტოთერაპია თურქეთში.

რამდენიმე დღის წინ ოჯახსითვის ცნობილი გახდა, რომ გოგონას შეჩერებული აქვს შშმ პირის სტატუსი და შესაბამისად პენსიაც. ოჯახს გასულ წელს გამოტანილი ჰქონდა საპენსიო სესხი, რომელიც მათ წინასაოპერაციო გამოკვლევებისთვის დასჭირდათ, პენსის შეწყვეტამ ანგარიშის დაბლოკვა გამოიწვია და შესაბამისად, ანგარშზე ჩარიცხული საქველმოქმედო თანხებიც ჩამოიჭრა ანგარიშიდან.

დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ იმ სააგენტოებსა და მედიასაშუალებებს, რომლებმაც გულთან მიიტანეს ბარბარეს ამბავი და ჩვენთან ერთად ცდილობდნენ პრობლემაში გარკვევას. ეს ყველაფერი სწორედ მათი უშუალო ჩარევითა და მონაწილეობით დაგვირგვინდა კეთილად! 

კომენტარები

კომენტარები