როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ფონდი “დედის ხელები” ბარბარე პაპუნაშვილის დახმარებას კვლავ აგრძელებს, მას ესაჭიროება კიდევ ერთი ოპერაცია და რობოტოთერაპია თურქეთში.

რამდენიმე დღის წინ ოჯახსითვის ცნობილი გახდა, რომ გოგონას შეჩერებული აქვს შშმ პირის სტატუსი და შესაბამისად პენსიაც. ოჯახს გასულ წელს გამოტანილი ჰქონდა საპენსიო სესხი, რომელიც მათ წინასაოპერაციო გამოკვლევებისთვის დასჭირდათ, პენსის შეწყვეტამ ანგარიშის დაბლოკვა გამოიწვია და შესაბამისად, ანგარშზე ჩარიცხული საქველმოქმედო თანხებიც ჩამოიჭრა ანგარიშიდან.

რამდენიმე დღეა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ბანკთან მოლაპარაკება, მაგრამ უშედეგოდ. დღეს საქმეში მედია ჩაერთო და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა ამ ამბავს. იმედი გვაქვს საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ლიბერთი ბანკი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და გოგონას საოპერაციოდ განკუთვნილ თანხებს დაუბრუნებს. 

კომენტარები

კომენტარები