დღეს დილით უმძიმესი წერილი დაგვხვდა ფონდში შემოსული…
“გამარჯობა, ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ, აღარ ვიცი რა გზას დავადგე და ვის მივმართო, სასოწარკვეთილი ვარ…
„მყავს ერთადერთი შვილი, ზურა იმედაშვილი. ერთი წელი და ხუთი თვეა რაც რეანიმაციაში მიწევს იაშვილის კლინიკაში, აპარატზეა შეერთებული, დიაგნოზი მასკრელიზებული პან ენცეფალიტი… ზურა 11 წლამდე სრულიად ჯანმრთელი იყო, დადიოდა სკოლაში, მღეროდა ძალიან კარგად, სწავლობდა… ანუ არანაირი პრობლემა არ ჰქონია. 11 წლისა რომ გახდა, უცებ დაეწყო თავის ჩამოვარდნა, კისერს და თავს ვერ იმაგრებდა, ნელნელა მეტყველებაც გაუჭირდა, მეხსიერება დაკარგა, მერე სიარულის პრობლემაც შეექმნა, უჩემოდ გადაადგილება არ შეეძლო, შემდეგ სმენა და მხედველობაც დაკარგა… მენატრება ჩემი შვილის ხმა, მისი შემოხედვა, მის მიერ დაძახებული დედიკო… ახლა იაშვილის საავადმყოფოში ვწევართ უმძიმეს მდგომარეობაში, ყველანაირი საშუალება ამოგვეწურა, თბილისშიც არავინ მყავს და ქირით ვცხოვრობთ, ან ვის უნდა ჩაუსახლდე ა,დენი ხანი… უამრავი რამ სჭირდება ზურას, პამპერსი, მედიკამენტები….
იაშვილის საავადმყოფოდან გერმანიაში გააგზავნეს ანალიზები, ხელხემლიდან ამოღებული სითხე და სისხლი, იქედან კი ჩემდა საუბედუროდ ძალიან მწვავე პასუხი ჩამოგვივიდა _ წითელას ვირუსი თავის ტვინში… მასკრელიზებული პან ენცეფალიტი…
ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, მუხლზე დაჩოქილი გევედრებით ყველას… მიცოცხლეთ ჩემი ერთადერთი შვილი…“

დამეთანხმებით ამის წაკითხვა ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე და მტკივნეულია… წარმოიდგინეთ დედის მდგომარეობა, რომელსაც 11 წლის ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე ბავშვი მოულოდნელად ასეთ დღეში ჩაუვარდება… აქ უკვე სიტყვებიც ზედმეტია…
უბრალოდ გთხოვთ… მივიტანოთ გულთან სასოწარკვეთილი დედის მდგომარეობა და დავეხმაროთ მას რითიც შეგვიძლია… 

📞👉 0 901 701 225
საქველმოქმედო ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან ( ღირებულება 1 ლარი)

 ჩვენი რეკვიზიტები: 👇

1. საქართველოს ბანკი:
GE51BG0000000668714400

2.თიბისი ბანკი:
GE64TB7015436080100015

3.ლიბერთი ბანკი:
GE86LB0115119616889001

საიდენტიფიკაციო კოდი:
406179987

ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”

💳ბარათით გადარიცხვა შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, სახლიდან გაუსვლელად, ჩვენი საიტის დონაციის განყოფილებიდან, ღილაკით “დაეხმარე”

დანიშნულებაში მიუთითეთ ზურა იმედაშვილი

კომენტარები

კომენტარები