პატარა მარიამი, რომელიც ერთი თვის წინ საფრანგეტში გამოკვლევებისთვის გავუშვით, უკვე საქართველოშია!!!

ის ყველაფერი, რაც პატარა მარიამს სჭირდა, იყო არასწორი მკურნალობისა და  არასწორად დანიშნული წამლების შედეგი! მას საფრანგეთში ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, ჩაუტარდა გამორეცხვები, გადასხმები და ახვა პროცედურები, მისცეს დანიშნულება და ის თავის დედიკოსთან ერთად უკვე საქართველოშია.


ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა და დიდი მადლობა ყველას ამისთვის!!!
მარიამს ისეთ დღეში ჰქონდა ორგანიზმი, დროულად რომ არ მიგვეღო ზომები, სავალალო შედეგამდე მივიდოდით.
მისი სიცოცხლე და ახლანდელი მდგომარეობა თქვენი დამსახურებაა!! და მჯერა ჩვენ მას საბოლოოდ განოჯანმრთელებულს ვიხილავთ!!!
მწამს და მჯერა, რომ ჩვენ ყოველთვის ასე ერთად ვიდგებით ყველა პატარას სადარაჯოზე!!!
მიყვარხართ და მეიმედებით!!!

ათასგზის მადლობა ნდობისთვის და თანადგომისთვის!!!

კომენტარები

კომენტარები