წუხელ, გვიან ღამით ვანდა (ბარბარე) ძინძიბაძე გარდაიცვალა…

ვანდა (ბარბარე) ძინძიბაძე საზოგადოებამ ფეისბუქიდან გაიცნო. სამი შვილის დედა,, რამდენიმე წელია ვერაგ დაავადებას ებრძვის… მამა პანტელეიმონი, ბარბარეს მეუღლე, ყველაფერს აკეთებდა რომ მისი ცხოვრების თანამგზავრი გადაერჩინა….

27 წლის ბარბარეს, მესამე შვილის დაბადებიდან რამდენიმე კვირაში სახსრების მწვავე ტკივილი დაეწყო,  ექიმებმა ჯერ სარკომის, ხოლო მოგვიანებით ფილტვისა და ბრონქების ავთვისებიანი სიმსივნის მეოთხე სტადია დაუდგინეს… და დაიწყო ბრძოლა… მამაომ მეუღლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა, აბასთუმანში სახლი გაყიდეს და საზოგადოების დახმარებით, ბარბარემ ოპერაცია თურქეთში წაიყვანეს…

თითქოს ყველაფერი კარგად იყო და ბარბარე რეაბილიტაციის გზას გადიოდა, მაგრამ დეკემბრის ბოლოს მოულოდნელად დაავადება ისევ გამწვავდა და სასწრაფოდ ჩარევა გახდა საჭირო..

თუმცა დასუსტებულმა ორგანიზმმა სხივებს ვერ გაუძლო და რამდენიმე კვირაში ბარბარეს მდგომარეობა ძალიან დამძიმდა… ის პალიატიური მზრუნველობის ცენტრში გადაიყვანეს…

ფონდი დედის ხელები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვანდას (ბარბარეს) გარდაცვალების გამო და უსამძმრებს მამა პანტელეიმონს და მთელ ოჯახს…

მამაომ ბარბარეს გარდაცვალების შემდეგ დაწერა : “მაპატიე, რომ მეტი ვერ შევძელი”

მამაომ ყველაფერი გააკეთა… ჩვენ, ყველას, საზოგადოების თითოეულ წევრს გვაპატიე, რომ მეტი ვერ შევძელით….

 

კომენტარები

კომენტარები