ვანდა (ბარბარე) ძინძიბაძე საზოგადოებამ ფეისბუქიდან გაიცნო. სამი შვილის დედა,, რამდენიმე წელია ვერაგ დაავადებას ებრძვის… მამა პანტელეიმონი, ბარბარეს მეუღლე, ყველაფერს აკეთებს რომ მისი ცხოვრების თანამგზავრი გადაარჩინოს….

27 წლის ბარბარეს, მესამე შვილის დაბადებიდან რამდენიმე კვირაში სახსრების მწვავე ტკივილი დაეწყო,  ექიმებმა ჯერ სარკომის, ხოლო მოგვიანებით ფილტვისა და ბრონქების ავთვისებიანი სიმსივნის მეოთხე სტადია დაუდგინეს… და დაიწყო ბრძოლა… მამაომ მეუღლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა, აბასთუმანში სახლი გაყიდეს და საზოგადოების დახმარებით, ბარბარემ ოპერაცია თურქეთში წაიყვანეს…

თითქოს ყველაფერი კარგად იყო და ბარბარე რეაბილიტაციის გზას გადიოდა, მაგრამ დეკემბრის ბოლოს მოულოდნელად დაავადება ისევ გამწვავდა და სასწრაფოდ ჩარევა გახდა საჭირო..

თუმცა დასუსტებულმა ორგანიზმმა სხივებს ვერ გაუძლო და რამდენიმე კვირაში ბარბარეს მდგომარეობა ძალიან დამძიმდა… ის პალიატიური მზრუნველობის ცენტრში გადაიყვანეს…

ამ ყველაფერს შვილების მონატრება ემატება,  ბარბარეს გაუსაძლისი ტკივილების ატანა, მესამე წელია შვილებისგან მოშორებით უწევს, მისი ერთადერთი ნატვრა სახლში, შვილებთან დაბრუნებაა.. მაგრამ სიცოცხლის გასახანგრძლივებლად მას   ყოველდღიურად ძვირადღირებული მედიკამენტები ესაჭიროება, რისი საშუალებაც ოჯახს აღარ აქვს.

ადიგენში, სოფელ არლის მართლმადიდებლური ტაძრის მღვდელმსახური ოჯახთან ერთად ახლა უკვე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

დავეხმაროთ ბარბარეს რომ შვილებთან დაბრუნდეს და ძველებურად ბედნიერად გაარძელონ ცხოვრება….

📞👉 0 901 701 225
საქველმოქმედო ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან ( ღირებულება 1 ლარი)

 ჩვენი რეკვიზიტები: 👇

1. საქართველოს ბანკი:
GE51BG0000000668714400

2.თიბისი ბანკი:
GE64TB7015436080100015

3.ლიბერთი ბანკი:
GE86LB0115119616889001

საიდენტიფიკაციო კოდი:
406179987

ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”

💳გადარიცხვა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ბარათით ჩვენი საიტის დონაციის განყოფილებიდან.
დანიშნულებაში მიუთითეთ ბარბარე ძინძიბაძე

კომენტარები

კომენტარები