მარიამ ყიფშიძე 2018 წლის ზაფხულში ექიმთან ფეხების ტკივილით მიიყვანეს, პატარა გოგონას ქუსლებზე კანი უსკდებოდა და მშობლებმა იფიქრეს, რომ მას დერმატოლოგიური პრობლემა ჰქონდა… ექიმმაც შესაბამისი მკურნალობა დაიწყო… თუმცა უკეთესობის ნაცვლად, ბავშვს ნახეთქებიდანჩირქის დენა დაეწყო, კანის დასკდომა და აქერცვლა მთლიან კიდურებზე და სახეზეც გადავიდა, გოგონას მუცლის და გულის ტკივილებმაც შეაწუხა… შეშინებულმა მშობლებმა სასწრაფოდ ჟვანიაში წამოიყვანეს… პირველადი გამოკვლევებით დადგინდა , რომ გოგონას მუცელში ჰქონდა სითხე, ჭიების დიდი რაოდენობა “ეხოს გადაღებისას ექიმი თავს აქნევდა, აქამდე სად იყავით, ბავშვი სასწაულ დღეშიაო… არაფრის საშუალება არ გვქონდა, დღიურად სადმე ვიმუშავებდით და იმითაც ქუსლების წამალს ვყიდულობდით… იმან რა იცოდა, იმ ეხოს ფულიც არ მედო ჯიბეშიო” გვითხრა მარიამის დედიკომ… “ანალიზებისთვის საჭირო თანხაც ვერ გადავიხადეთ, მხოლოდ 30 ლარი გვქონდა და ამიტომ რეგისტრაციაშიც ვერ გაგვატარეს”… თუმცა ბავშვის საბოლოო დიაგნოზისთვის, შემდგომი ხანგრძლივი გამოკვლევები იყო საჭირო, “ამჯერად ვერაფერს მოვახერხებო, _ ექიმმა გვითხრა, _ ბავშვის მდგომარეობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სრულყოფილ გამოკვლევებს ჩაუტარებთ და რამდენად ზუსტ დიაგნოზს დაუსვამენ, ამისთვის კი თანხაა საჭირო და მე ვერაფრით დაგეხმარებითო”…
მარიამი უკან, სოფელში წაიყვანეს… ცოტა ხანში გოგონას გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო, და იძულებული გახდნენ ისევ საავადმყოფოსთვის მიემართათ, ამჯერად
თელავში, იქაც უშედეგო მკურნალობა, დაუსრულებელი გამოკვლევები, ბოლოს უთხრეს, ანალიზებს გავაგზავნით, იქნებ ასე მაინც გავიგოთ რა ხდებაო… პასუხი კი შოკისმომგვრელი იყო : სიმსივნე, მესამე სტადია!!! “ღვთისნიერმა ექიმმა გვირჩია საზღვარგარეთ წაიყვანეთო და თქვენ მოგმართეთ, არ ვიცით ეს როგორ ხდებაო, ასე მითხრეს, აქ იმხელა თანხებზეა საუბარი, რომ დავიწყოთ და გაგრძელება ვერ შეძლოთ, ბავშვი ცოდოა, ტყუილად ვაწვალებთო”… ⚠️ გვითხრა მარიამის დედიკომ….
ბევრი ვისაუბრეთ, ისეთი დეტალები, რომლის გადმოცემა ძალიან მიჭირს… ჟვანიას კლინიკიდან გამოტანებული ფორმა100 -ით გამგეობა 109 ლარით დაეხმარა (((((((( ეს კი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც რეალურად ბავშვს სჭირდება….
ძალიან გთხოვთ, სასწრაფოდ უნდა გავუშვათ მარიამი საფრანგეთში, დროულად ვიმოქმედოთ, რომ მერე გვიან არ იყოს….
ცოტა ხნის წინ დაგვიანებულ დახმარებაზე ვწუხდით და ვტიროდით…
რომ ვერ გავიგეთ და ვერ გადავარჩინეთ….
ჰოდა ეს ხომ ვიცით და სანამ დროა ვიმოქმედოთ!!!!

📞👉 0 901 701 225
საქველმოქმედო ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან ( ღირებულება 1 ლარი)

 ჩვენი რეკვიზიტები: 👇

1. საქართველოს ბანკი:
GE51BG0000000668714400

2.თიბისი ბანკი:
GE64TB7015436080100015

3.ლიბერთი ბანკი:
GE86LB0115119616889001

საიდენტიფიკაციო კოდი:
406179987

ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”

💳გადარიცხვა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ბარათით, სახლიდან გაუსვლელად, 

ჩვენი საიტის დონაციის განყოფილებიდან, ღილაკით “დაეხმარე”

დანიშნულებაში მიუთითეთ მარიამ ყიფშიძე.

კომენტარები

კომენტარები