საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი, საქართველოში გრიპის ვირუსით გამოწვეულ აჟიოტაჟს ეხმიანება და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

 

რევაზ ბოჭორიშვილი ამბობს, რომ გრიპი დიდი ხანია სასიკვდილო დაავადებაა და მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი სწორედ ამ ვირუსს ეწირება. გრიპთან ბრძოლაში, ყველაზე მთავარი პრევენციაა: ჰიგიენის დაცვა და ვაქცინის გაკეთება.

ექიმი ასევე წლების მიხედვით, გრიპით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე ამახვილებს ყურადღებას და სტატისტიკას აქვეყნებს, ის ხაზს უსვამს ინ ფაქტს, რომ შარშან, საფრანგეთში 13 000 ადამიანი სწორედ გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.

“დიახ, გრიპი სასიკვდილო დაავადებაა. დიდიხანია. 1918-1919 წლებში ე.წ. ესპანურმა გრიპმა საფრანგეთში იმსხვერპლა 200 000 ადამიანი, მსოფლიოში კი 100 მილიონი. დიახ, მილიონი. შარშან საფრანგეთში 13 000 სიკვდილი გრიპს უკავშირდება. ყველაზე დიდი სიკვდილიანობა 2014-2015 წლებში იყო – 17500. ასე რომ რაიმე განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება. ვაქცინაცია ამცირებს დაავადების რისკს და სიკვდილიანობას, ეს ფაქტია. მე პირადად ყოველ წელს ვიკეთებ ვაქცინას. სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულოა. გრიპის მკურნალობა არ არსებობს. ანტიბიოტიკებს აზრი არ აქვს, თუ არ არის თანდართული ბაქტერიული ინფექცია. საჭიროა დასვენება, ბევრი სითხეების სმა და მე პირადად ვიტამინ C -ს მჯერა. და მთავარია პროფილაქტიკა. სხვებს არ უნდა გადასდო. ხვევნა პლოშვნის თავიდან აცილება, ხელების დაბანა, ერთჯერადი ცხვირსახოცების ხმარება. ცხადია ბანალური და მარტივია, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით სერიოზულად არ უყურებენ პროფილაქტიკას, არადა ესაა მთავარი.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.. საახალწლო სუფრები, კორპორატივები, თეატრები, ეკლესია და ა.შ. გრიპის გავრცელების ძირითადი წყაროებია. ლუგარის ლაბორატორიის დამადანაშაულებელი მეგობრები იმედია არ მყავს.” _ წერს რეზო ბოჭორიშვილი

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=10157186842574236&id=623904235

 

 

კომენტარები

კომენტარები