საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს 86 წელი შეუსრულდა. ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი, ბერად აღკვეცის შემდეგ კი ილიად წოდებული, ერის სულიერი წინამძღოლი, 1933 წლის 4 იანვარს ყაზბეგის რაიონში დაიბადა. 1957 წელს ის ბერად აღკვეცეს, 1977 წელს კი მე-12 საეკლესიო კრების გადაწაყვეტილებით ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. მის სახელს უკავშირდება არაერთი ეკლესია-მონასტრის აღდგენა, მრევლის და სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდა, სასულიერო აკადემიის დაარსება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიოსთვის უფრო ახლოს გაცნობა, არაერთი საერთაშორისო საეკლესიო კონფერენცია და საერთაშორისო კონტაქტების ზრდა.

86 წლის წინ,1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში გიორგი და ნატალია შიოლაშვილების ოჯახს ახალი წევრი შეემატა,ახალშობილს მშობლებმა ირაკლი დაარქვეს,რომელიც მესამე დღეს მონათლეს წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში, იმ დროს ვერც ნათლობის საიდუმლოს აღმსრულებელი არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი) და ვერც ნათლია, მონაზონი ზოილე (დვალიშვილი) ვერ წარმოიდგენდნენ,რომ მონათლეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი…
ფონდი დედის ხელები ულოცავს უწმინდესს დაბადების დღეს და დღეგრძელობას უსურვებს! 

 

 

კომენტარები

კომენტარები