როგორ უნდა მოიხმაროთ პირბადე სწორად, რომ მისგან საჭირო ეფექტი მიიღოთ?
1. გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ უნდა გადააგდოთ, ვეღარ დაგიცავთ
2. არ შეეხოთ უშუალოდ პირბადეს – მხოლოდ მის რეზინებთან “იკონტაქტეთ”
3. ყოველთვის გაიკეთეთ ხალხმრავალ დახურულ სივრცეში: მეტროში, ავტობუსში, სუპერმარკეტში, რიგში დგომისას…
4. პირბედე უნდა ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს.
5. მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული
გახსოვდეთ, ნიღაბი გიცავთ არა თვით ვირუსისგან, არამედ დაავადებული ადამიანის მიერ ხველისას და ცემინებისას გამოყოფილი წვეთებისგან. ვირუსი სწორედ ამ წვეთების საშუალებით აღწევს სხვა ადამიანის ორგანიზმში, როცა ერთმანეთთან საუბრობენ ან ახლო-ახლოს დგანან (1 მეტრ ნაკლებ მანძილზე).

ვისაც ეს ნიღაბი ერთხელ მაინც გამოუყენებია, უთუოდ იცის, რომ მისი შიდა მხარე თეთრია, ხოლო გარედან – ცისფერია. თითქოს ყველაფერი ცხადზე ცხადია – თეთრი ფერი შიგნით უნდა იყოს, ხოლო ცისფერი გარეთ. მაგრამ თუ ავად გახდით და არ გინდათ სხვას გადასდოთ, ნიღაბი პირისკენ თეთრი ფერით უნდა გაიკეთოთ ანუ ისე, როგორც წესია. ხოლო თუ თქვენს სიახლოვეს ავადმყოფი იმყოფება და ვირუსის გადადების საშიშროება არსებობს, მაშინ ნიღაბი უკუღმა უნდა გაიკეთოთ – თეთრი მხარე გარეთ უნდა იყოს, ხოლო ცისფერი პირისკენ!

სამედიცინო ნიღბის შიდა (თეთრი) მხარე ფილტრია, რომელიც ვირუსებს გავრცელების საშუალებას არ აძლევს, ხოლო სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარით დამუშავებული ფერადი (ამ შემთხვევაში, ცისფერი) ქსოვილი, ფილტრის გარეშე, არც ისე კარგი დამცავია.

 

კომენტარები

კომენტარები