სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის იუბილის აღსანიშნავ მიღებაზე საქართველოში საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენით ლია სალაყაია დააჯილდოვა. პატრიარქის თქმით, ეს არის ქალბატონი, რომელიც უკვე 40 წელია, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს, ასწავლის ქართულ საგალობლებსა და ხალხურ სიმღერებს.

„ჩვენ გვყავს ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც აქვს მოვლილი ფეხით მთელი საქართველო და აი, ამ მოგზაურობის დროს, ორმოცი წელია, მოღვაწეობს და ასწავლის ქართულ საგალობლებს, ხალხურ სიმღერებს, კითხულობს ლექციებს და დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვინდა დავაჯილდოვოთ უმაღლესი ჯილდოთი საქართველოს ეკლესიის სახელით, წმინდა გიორგის ორდენით“, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკუთარი იუბილის აღსანიშნავ მიღებაზე, რომელიც საპატრიარქოში გაიმართა

ფონდი დედის ხელები ულოცავს ყველასთვის საყვარელ ლია მასწავლებელს ამ ჯილდოს და უსურვებს დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და გამძლეობას ამ რთულ გზაზე.

 

 

კომენტარები

კომენტარები