ბედნიერებაა იმის შეგრძნება, როცა იცი შენს მცირედს სხვისი სიცოცხლის გადარჩენა, სხვისი გაბედნიერება და გახარება შეუძლია!…
ნუ მოვაკლებთ საკუთარ თავს ამ მცირეოდენ ბედნიერებას, გავიღოთ მცირედი, გავუწოდოთ დახმარების ხელი მათ, ვისაც ვჭირდებით…

ფონდმა “დედის ხელებმა” ზვიად ანდღულაძეს მისთვის შემოსული თანხა გადაურიცხა.

ზვიად ანდღულაძის შესახებ ფონდში 18 ოქტომბერს მოგვწერეს

” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში მცხოვრებ ზვიად ანდღულაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება.

ახალგაზრდას კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. ის ამჯერად ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რის შემდეგაც ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია საზღვარგარეთ. ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს, რადგან ყოველგვარი ფინანსური რესურსი ამოწურა. ახლა საცხოვრებელ სახლსაც ყიდიან.

ოჯახი მთლიანად კეთილი ადამიანების იმედადაა და ნუ მიატოვებთ, ძალიან გთხოვთ….”
მაგრამ ის რაც პირადად ვისაუბრეთ, აქ არ წერია….
კერძოდ
ის, რომ ამ ბიჭს რამდენიმე წელია ახალგაზრდა, 65 წლის მამა სიმსივნით ყავს ავად(ახლა მასზე ფიქრის თავი არავის აქვს)… რომ ერთი წლის წინ ამ ბიჭის დას ახალგაზრდა ქმარი უცბად გულით გარდაეცვალა და სამი მცირეწლოვანი შვილით ზვიადის იმედზეა… თურქეთშიც წაიყვანა დეიდამ, რომელიც იქ მუშაობს ოჯახში, რომლის ორი წევრი თურქეთის ერთერთი კლინიკის ონკოლოგები არიან. დადგინდა კუჭზე კარცენომა. მეტასტაზები ჯერ არ არის გასული და სასწრაფოდ ქიმიის კურსი და სასწრაფო ოპერაცია დაინიშნა, რომ მოესწროს… $30000-იან ოპერაციას $15000 დოლარად გაუკეთებენ, მაგრამ ოჯახს კაპიკის საშუალებაც არა აქვს. უკანასკნელ სახლს ყიდის საცოდავი დედამისი, მაგრამ იმ ტყეში ან გაიყიდება და ან არა….
ყველა ისტორიის უკან დიდი ტრაგედია იმალება….
იმედი მაქვს, ყველა გავერთიანდებით ზვიადის დასახმარებლად და კიდევ ერთ სიცოცხლეს არ დავუთმობთ ამ საშინელ სენს!!!!!!”
ჩვენი რეკვიზიტები:
👇
 საქართველოს ბანკი:
GE51BG0000000668714400
 თიბისი ბანკი:
GE64TB7015436080100015
 ლიბერთი ბანკი:
GE86LB0115119616889001

📞 📲 საქველმოქმედო ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან :
0 901 701 225 (ზარის ღირებულება 1 ლარი)

ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ „დედის ხელები“

💳 გადარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი საიტის დონაციის განყოფილებიდან ბარათით, ნებისმიერი ქვეყნიდან, სახლიდან გაუსვლელად.

დანიშნულებაში მიუთითერთ ზვიადი

“დედის ხელები” ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს ზვიადს!

კომენტარები

კომენტარები