5 დეკემბერს “დედის ხელები” ნატო შველიძეს ესტუმრა. ის მარტოხელა დედაა და ორ შვილს ზრდის. უფროს გოგონას, მარიამს, ქვედა ყბის ანკილოზი აქვს და 11 წლის მანძილზე გამუდმებული მკურნალობა, არაერთი ოპერაცია და ძალიან მძიმე პერიოდები აქვს გამოვლილი… გოგონა აქამდე მხოლოდ დაბლენდერებული საკვებით იკვებებოდა, 8-9 წლისა მხოლოდ 25 კილოს იწონიდაო, გვითხრა ნატომ…  თუმცა ახლა სპეციალური აპარატის წყალობით მას უკვე შეუძლია საკვების დაღეჭვა და გადაყლაპვა… ნატოს უკიდურეს გაჭირვებაში უწევს შვილების გაზრდა, თუმცა საქართველოს საპატრიარქოს რადიოს კეთილშობილი თანამშრომლების, გულისხმიერი ექიმებისა და სხვა კეთილი ადამიანების დახმარებით, ახერხებს რომ ბავშვებს შეძლებისდაგვარად ჰქონდეთ ის ყველაფერი, რაც აუცილებელია…

იშვიათია ასეთი შეუპოვარი და მებრძოლი ადამიანი, როგორიც ნატოა… ჩვენ უამრავ ბენეფიციარ დედათა შორის ნატო ერთ-ერთი გამორჩეულია.

შეეწიეთ ფონდს, რათა შევძლოთ გასაჭირში გავუწოდოთ ხელი ჩვენს მოქალაქეებს

სიკეთე გადამდებია!

0 901 701 225

საქველმოქმედო ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან ( ღირებულება 1 ლარი)

ჩვენი რეკვიზიტები:

1. საქართველოს ბანკი:
GE51BG0000000668714400
2.თიბისი ბანკი:
GE64TB7015436080100015

3.ლიბერთი ბანკი:
GE86LB0115119616889001

საიდენტიფიკაციო კოდი:
406179987
ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”

გადარიცხვა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ბარათით ჩვენი საიტის დონაციის განყოფილებიდან.

   
 

კომენტარები

კომენტარები