შოთიკო ვართუმაშვილის ისტორია ჩვენმა გულშემატკივრებმა კარგად იციან, ის ორი წელია საწოლს არის მიჯაჭვული და მოხუცი ბებია უვლის.

პირველად 11 სექტემბერს ვესტუმრეთ… ვართუმაშვილების სახლში მისულებს სულის შემძვრელი ამბავი დაგვხვდა, საწოლს მიჯაჭვული ახალგაზრდა ბიჭი, ღრმად მოხუცებული ბებია, რომელსაც თავადაც ყურადღება სჭირდება, ხანძრისგან დანახშირებული ჭერი… შოთიკოს ამ ხნის მანძილზე ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა, პერიოდულად მიდიან და ხან საკვებს ხან ჰიგიენურ ნივთებს აწვდიან, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მათ უჭირს, ეს არის ექთნის ხელფასი, რომელიც 50 ლარს შეადგენს 24 საათში, და რომლის გარეშეც შოთიკო ვერ იცოცხლებს… ჩვენმა ფონდმა საკვების გარდა რამდენიმე დღის ხელფასიც ჩაურიცხა და ამ თანხის ამოწურვამდე ბებო მშვიდად იქნება, მაგრამ ეს დღეებიც მალე გაივლის და ბებოს ისევ სასოწარკვეთა მოეძალება…. ამიტომ ისევ თხოვნით მოგმართავთ, რომ ნუ მივატოვებთ ამ ოჯახს, ნუ ჩავაგდებთ 80 წლის მოხუცს უიმედო მდგომარეობაში, მას ჩვენი მისვლის შემდეგ სიცოცხლით აევსო მიმქრალი თვალები და იმედით გამოგვაცილა, მას სჯერავს რომ შოთიკოს არ მივატოვებთ და არ დავაყენებთ იმ ფაქტის წინაშე, რომ ექთნის გაშვება მოუხდეთ…

“ზოგჯერ უიმედობა მიპყრობს, ვფიქრობ რომ გავიხურავ კარებს და გადავიხვეწები… ვეღარ ვუძლებ ამ მდგომარეობას, შვილი 12 წლამდე ეტლით ვატარე, ძლივს გამოვაჯანმრთელე, მაგრამ ახალგაზრდა მაინც წამართვა ვერაგმა სიმსივნემ… მერე რძალი… ახლა შოთიკო…”

შოთიკოს დედის ამბავიც არანაკლებ სულისშემძვრელია, როგორც იცით მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და მშობლები უვლიან, ზუსტი დიაგნოზი ვერ გვითხრეს, “ტვინის უჯრედები ეშრიტებაო” ასე აგვიხსნენ მისი მდგომარეობა შოთიკოს მეზობლებმა… “ზოგჯერ გაახსენდება შვილი, ბუტბუტებს შოთი, შოთი და ეძებს… რამდენჯერმე სახლიდანაც გაიპარა, რომ შვილი მოეძებნა და ძლივს იპოვეს… ახლა ჩაკეტილი ჰყავთ და ყარაულობენ… მისი ფსიქიკისთვის არ შეიძლება შოთიკოს ამ მდგომარეობაში ნახვა…” _ გვითხრეს მომვლელებმა…

ძალიან დამძიმებულები წამოვედით ახალსოფლიდან…

შეუძლებელია ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა, ჩვენ უბრალოდ გეტყვით რომ ბებოს ხალხის იმედი აქვს, და სჯერა რომ შოთიკოს არ მოატოვებენ….

“დედის ხელების” დამფუძნებელი ბებოს მეორედაც ესტუმრა, 20 ოქტომბერს…  მას ჩვენ სარეცხის მანქანა და პროდუქტი ჩავუტანეთ, შოთიკო ამ დროს რეანიმაციაში იწვა უმძიმეს მდგომარეობაში…  დღეს კი…  26 ოქტომბერს,   გარდაიცვალა…

ჩვენ უდიდეს მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ არ მიატოვეთ შოთიკო და ერთად შევუმსუბუქეთ თამრო ბებოს მისი სიცოცხლის უკანასკნელი წუთების სიმძიმე….

უფალს ებარებოდეს შოთიკოს სული….

ღრმა მწუხარებით ფონდი “დედის ხელების” ადმინისტრაცია…

 

 

კომენტარები

კომენტარები