ანა გაფრინდაშვილი 9 წლის არის, მას დაუდგენელი ფორმის ცერებრალური დამბლა აქვს, მისი დაავადების კონტროლი ამ ხნის განმავლობაში ვერც ერთმა მედიკამენტმა ვერ შეძლო.

ოჯახი, სადაც ანა ცხოვრობს, სოციალურად დაუცველია, იმის გამო, რომ ბავშვის მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესებულიყო, ოჯახმა უამრავი ვალი აიღო, პენსია წინასწარ გამოიტანეს, და ყველაფერს აკეთებენ, რომ ანას ნერვული სისტემა ოდნავ მაინც მოუწესრიგდეს, მაგრამ უშედეგოდ…

„9 წელია არ გვძინებია, მთელი ღამე დადის, ბორგავს, შფოთავს, შეიძლება გამთენიას ჩაეძინოს, ისიც 2-3 საათით, არანაირი წამალი არ მოქმედება, რა აღარ სცადეს ექიმებმა, მაგრამ უშედეგოდ…“ _ გვეუბნება  ქალბატონი მადონა,  ანას დედა. _“ყველაზე მეტად მარიამი მეცოდება, ის მხოლოდ 12  წლის არის და როგორც დიდი ადამიანი, ისე მეხმარება ანას მოვლაში, არადა მისთვის ასეთი ტვირთი ძალიან მძიმეა… „

ანას ექიმებმა საზღვარგარეთ გამოკვლევები ურჩიეს, რადგან საქართველოში მისი დაავადების დადგენა და შესაბამისად გაკონტროლება შეუძლებელია, გოგონას მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, მას უკვე გულყრებიც ემართება, რაც ისედაც ჩამორჩენილ გონებრივ განვითარებას, უფრო აფერხებს…

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ყველანაირად უჭირს, მადონა მხოლოდ შვილის გამოკვლევებისთვის დახმარებას თხოვს საზოგადოებას, რათა ოდნავ მაინც მოწესრიგდეს მისი მდგომარეობა და მარიამმაც მშვიდად დაძინება შეძლოს….

ანა გაფრინდაშვილი ფონდ „დედის ხელების“ ბენეფიციარია, მისთვის დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე

  1. საქართველოს ბანკი:
    GE51BG0000000668714400
    2.თიბისი ბანკი:
    GE64TB7015436080100015
    3.ლიბერთი ბანკი:
    GE86LB0115119616889001
    საიდენტიფიკაციო კოდი:
    406179987
    ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან:
    0 901 701 225
    ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”
    გადარიცხვა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ბარათით ჩვენი საიტის დონაციის განყოფილებიდან

კომენტარები

კომენტარები