ეს გიორგია…
ის 15 წლის არის…
გიორგი ცდილობს, რომ ფოტოები ისე გადაიღოს, ხელი არ გამოუჩნდეს და ჩვენც მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, ამიტომ შევეცდებით, სხვა მხრივ გაჩვენოთ მისი პრობლემა…
მას მარჯვენა ხელის პარეზი აქვს, ე.წ. მშობიარობის ტრამვა, სამეანო დამბლა… თავიდან ეს ყველაფერი შეუმჩნველი იყო და არც დისკომფორტს იწვევდა ბავშვში, მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო შესამჩნევი ხდებოდა პრობლემა და მით უფრო იმატებდა გულისტკივილი…
გიორგის თებერვალში ჩაუტარდა ოპერაცია თურქეთში და ფონდმა “დედის ხელებმა” ის 6400 ლარით დააფინანსა, ასევე შეუძინა თბილისი-მალატიის ორმხრივი ბილეთი ორი ადამიანისათვის 780 აშშ დოლარის ღირებულების.

კომენტარები

კომენტარები