ლიზი ბაზიარი ხერხემლის ღია თიაქრით დაიბადა. გოგონას მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მედპერსონალმა ბავშვის დატოვება შესთავაზეს მშობლებს, რადგან ფიქრობდნენ რომ ვერ გადარჩებოდა. მაგრამ დედა დანებებას არ აპირებდა და შვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა მაშინვე დაიწყო… ძალიან მალე გოგონას ხერხემლიდან სითხე დაიღვარა, რამაც ჰიდროცეფალია გამოიწვია, ბავშვს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია ხერხემალზე და თავშიც შუნტი ჩაუდგეს, ნელნელა სიცოცხლისთვის საშიშმა მდგომარეობამ გაიარა, თუმცა წარმოიშვა ახალი პრობლემა, რომელიც ხერხემლის თიაქრის განუყრელი თანამდევი მოვლენაა _ გოგონა დაინვალიდდა და ფეხების დეფორმაცია დაეწყო… მშობლებმა ახლაც ბრძოლა გადაწყვიტეს, თუმცა ამჯერად უკვე პასუხი მტკიცე და შეუვალი იყო _ ბავშვი ვერასდროს გაივლის! უფრო მეტიც, ფიქრობდნენ, რომ მას ქვედა კიდურებში მგრძნობელობა არ ჰქონდა და ოპერაცია, რომელიც ფეხზე წარმოქმილი წყლულისთვის გახდა აუცილებელი, უნარკოზოდ გაუკეთეს…

ლიზი ბაზიარს ფონდმა დედის ხელებმა 570 ლარი გადაურიცხა

დიდი მადლობა  ჩვენს შემომწირველებს თითოეული თეთრისთვის!

კომენტარები

კომენტარები