საბას 2016 წელს ბაქოში ჩატარებული თვალის ოპერაციის შემდეგ დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე-რეტინობლასტომა. რის გამოც გადაყვანილიქნა ოდესაში, სადაც ჩაუტარდა თვალის მეორე ოპერაცია-ენუკლეაცია და ენდოპროტეზირება. ოპერაციამ აჩვენა, რომ სიმსივნე მხედველობის ნერვზე იყო გასული და ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა რადიოთერაპია და ქიმოპთერაპია. რადიოთერაპიისა და ქიმიოთერაპიის ერთი კურსის შემდეგ, რომელიც ოდესაშივე ჩატრადა ბავშვი დაბრუნდა საქართველოში, ქიმიოთერაპიის კურსის გასაგრძელებლად. საბამ მკურნალობა გააგრძელა კლინიკა ,,lifemed-ში“ , ამ კლინიკაში მას ჩაუტარდა ხუთი კურსი, რის შემდეგ საბა კვლავ გადაიყვანეს ოდესაში კონტროლზე. სადაც ბავშვს მიეცა დანიშნულება, რომლის თანახმად საბას უნდა ჩატარებოდა ქიმიოთერაპიის კიდევ ერთწლიანი კურსი, მაგრამ საქართველოში მას მხოლოდ სამი კურსი ჩაუტარდა და გაწერეს კლინიკიდან, იმ მიზეზით, რომ ბავშვს ქიმიოთერაპია აღარ სჭირდებოდა… ამის შემდეგ, ორ თვეში, საბა ცუდად გახდა: დაეწყო ღებინებები და საერთოდ ვერ ღებულობდა საკვებს. ოჯახმა მიმართა ონკოლოგს, რომელმაც საკმაოდ ბევრი გამოკვლევა ჩაუტარა საბას, მაგრაამ საბოლოო ჯამში ვერ გაარკვია რა სჭირდა ბავშვს. უშედეგო გამოკვლევების შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა მიემართათ სხვა ონკოლოგისთვის. მანაც ბევრი კვლევა და მკურნალობა ჩაუტარა საბას მაგრამ საბოლოო და გარკვეული დიაგნოზი ვერ დასვა, საბას მდგომარეობა კი კიდევ უფრო დამძიმდა. ოჯახს ბევრი წვალება დასჭირდა იმისათვის რომ მოეპოვებინა ცნობა თურქეთში გადასაყვანად. ოჯახმა უმძიმესი გზა გაიარა სანამ თურქეთში ჩაიყვანდნე. თურქეთში ჩასვლისთანავე საბას ჩაუტარდა გამოკვლვები, რომლის თანახმადაც გაირკვა რომ მეტასტაზები ზურგის ტვინში იყო გაპარული და ბავშვის მდგომარეობა შეფასდა, როგორც უმძიმესი. ამის შემდეგ საბა გადაიყვანეს მედიკალპარკის ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში, სადაც მას ხერხემლიდან ამოუღეს სითხე ბიოფსიისთვის. მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი არ აღმოჩნდა საბას პრობლემა. მას დიდი ხნის განმავლობაში არასწორი მკურნალობა უტარდებოდა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია სხვა პრობლემებიც.
საბოლოო ჯამში საბამ ხუთი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გაიაროს მკურნალობის კურსი თურქეთში, თუმცა ამას თანხის უქონლობის გამო ოჯახი ვერ ახერხებს. მსგავსი დაავადების მქონე საბა აუცილებლად უნდა იყოს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე ოჯახმა ვერ შეძლო ძველი დავალიანების დაფარვა და ბავშვი გაიწერა საავადმყოფოდან. თუ საბა დროულად არ დაბრუნდება საავადმყოფოში ეს მისთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. ის მუდმივად საჭიროებს გადასხმებს, რადგან იგი საკვებს ვერ ღებულობს და სწორედ მედიკამენტების სახით უნდა მიეწოდოს მის ორგანიზმს საკვები. წინააღმდეგ შემთხვევაში საბას ორგანიზმი სუსტდება. უკვე რამდენიმე დღეა კვლავ უკონტაქტო გახდა. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და საჭიროებს დახმარებას, გთხოვთ დავეხმაროთ პატარა საბას!

ჩვენი რეკვიზიტები:
1. საქართველოს ბანკი:
GE51BG0000000668714400
2.თიბისი ბანკი:
GE64TB7015436080100015
3.ლიბერთი ბანკი:
GE86LB0115119616889001
საიდენტიფიკაციო კოდი:
406179987
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან:
0 901 701 225
ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”
გადარიცხვა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ბარათით ჩვენი საიტიდან
http://mothershandscare.com
დანიშნულებაში მიუთითეთ საბა ჩახაია

კომენტარები

კომენტარები