პატარა ბარბარე, რომელიც საზოგადოების დახმარებით თურქეთში საოპერაციოდ გაემგზავრა, უკვე საქართველოშია!

გოგონას ხუთი წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა ხერხემალზე, მენჯებსა და დეფორმირებულ ტერფზე და ცოტა ხნით სამშობლოში გამოემგზავრა. თუმცა ორ კვირაში  ბარბარე კვლავ უნდა გაემგზავროს თურქეთში, სადაც ბოლო, მეექვსე ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს მარჯვენა ტერფზე, რომელის გასწორება მწვავე ინფექციის, განგრენის გამო აქამდე ვერ მოხერხდა. ოპერაციის შემდეგ, გოგონას ფეხი 2 თვის განმავლობაში თაბაშირში ექნება და თაბაშირის მოხსნის შემდეგ დაიწყება რეაბილიტაციის და ფიზიოთერაპიის ეტაპი, რის დასრულების შემდეგაც ბარბარე შეძლებს პირველი ნაბიჯების გადადგმას!

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის თანხა სრულად შეგროვდა, გოგონას ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება, რისთვისაც მას თქვენი დახმარება კვლავაც დასჭირდება.

ბარბარე პაპუნაშვილი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლია საზოგადოების ერთიანობას!

ჩვენ ერთად ყელაფერს შევძლებთ!

კომენტარები

კომენტარები