14 იანვარი ძეგვის თავშესაფრის აღსაზრდელებთან ერთად აღვნიშნეთ. “დედის ხელებმა” და ფონდმა “სიცოცხლემ” კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა ბავშვებს. ჩვენი მასპინძელი იყო გასართობი ცენტრი “ცისარტყელა” რომელმაც უსასყიდლოდ დაგვითმო დარბაზი და მისი მეპატრონე, ლელა ვეშაგურიც დიდი სიამოვნებით და ენთუზიაზმით ჩაერთო ჩვენს აქციაში. ბავშვებს დახვდათ უთბილესი გარემო, საყვარელი მულტფილმების გმირები და მხიარულზე მხიარული გასართობი პროგრამა, რომელიც ნიკამ წარმოგვიდგინა, ილუზიონისტმა ავთომ  თავისი უჩვეულო ფოკუსებით ბავშვების გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვია.

როგორც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ ჩვენი მუდმივი პარტნიორები, ჯეო-დი არტი და Sako-სტუდიო.

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ამ პატარების გახარებისთვის, მერწმუნეთ, ბავშვების ბედნიერ თვალებს ამქვეყნად ვერაფერი შეედრება!

კომენტარები

კომენტარები