ეკა ივანაურს 2011 წელს დაუდგინდა მალთაშუა დისკის თიაქარი და მას შემდეგ არაერთი ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ მდგომარეობა ნელნელა გართულდა და დღეისათვის მას აღენიშნებოდა მუდმივი ქრონიკული ტკივილი ფეხებში, წელის მალების სკონდილოზი, ოსტეოქონდროზი, დისკექტომიის ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა და მეტალოდისკების ჩადგმის შემდგომი გართულებები. ეკა ივანაური 2017 წლის აგვისტოში ფონდის დახმარებით გაემგზავრა თურქეთში და ჩაუტარდა ხერხემლის ოპერაცია, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

კომენტარები

კომენტარები