12 იანვარს მეგობარმა ფონდებმა “დედის ხელებმა” და “სიცოცხლემ” ტრადიციას არ უღალატეს და ერთობლივი საახალწლო საჩუქარი გაუკეთეს ბენეფიციარებს. გლდანში მდებარე ბატუტის ცენტრმა crazy hall-მა სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო დარბაზი და ბავშვებს გემრიელი პიცითაც გაუმასპინძლდა. მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, ბატუტები, მშრალი აუზები, ბაგირები, ალპინიზმი, საბავშო ზონა, კარაოკე და რაღა თქმა უნდა მხიარული განწყობა – ეს ყველაფერი დაგხვდებათ Crazy hall-ში!

მადლობა მათ ასეთი არაჩვეულებრივი და განუმეორებელი დღისთვის!

ასევე ძალიან დიდი მადლობა ჯეო-დი არტსა და საკო სტუდიოს სამახსოვრო ფოტოებისთვის.

ეს დღე ჩვენს ბენეფიციარებს არასოდეს დაავიწყდებათ!

 

კომენტარები

კომენტარები