თბილისის 81 საჯარო სკოლის 3ა და 3ბ კლასის მოსწავლეებმა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გამართეს, და შემოსული თანხით მაკრახიძეების მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ.
აღნიშნული სკოლის 3ბ კლასი უკვე მეორედ ჩაერთო ჩვენს საქველმოქმედო აქციაში და პარალელური კლასიც შემოიერთა.
გვინდა ჩვენი ფონდის სახელით უღრმესი მადლობა გადავუხადოთ სკოლის დირექტორს, კარინა ბერძენიშვილს, 3ა და 3ბ კლასების დამრიგებლებს, თამთა ედიბერიძესა და ეკა ფხალაძეს, ყველა ბავშვსა და მშობელს, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ ამ პროექტში!
მაგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება და მოხარულები ვართ, რომ ჩვენს საქმიანობას ასეთი გულმხურვალე და გულანთებული მხარდამჭერები შემოუერთდნენ 81 სკოლის დირექტორის, მასწავლებლებისა და მშობლების სახით.
და იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი აქციები სხვა სკოლებშიც ჩატარდება, რადგან სიკეთე და ქველმოქმედება, ეს არის ადამიანის სრულყოფილი არსებობის ერთ-ერთი გამოვლინება, და ბავშვები სწორედ ამ გრძნობით უნდა იზრდებოდნენ!
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით სსიპ 81 საჯარო სკოლას თანადგომისათვის!

კომენტარები

კომენტარები