21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს “მზის შვილები” უწოდეს… ისინი ოცნებობენ, აწყობენ გეგმებს, უხარიათ და სწყინთ, უყვართ, ჰყავთ მეგობრები, თამაშობენ, მღერიან და ცეკვავენ. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ქრომოსომების 21-ე წყვილში 2-ის ნაცვლად 3 ქრომოსომა აქვთ და ამიტომაც მესამე თვის ოცდაერთ რიცხვში მთელი მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. ეს არ არის დაავადება – ეს არის გენეტიკური ცვლილება და მისგან არავინ არ არის დაზღვეული. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. ამ სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.ისინი ყველაზე თბილი, მოსიყვარულე და პოზიტიური ადამიანები არიან… არასამთავრობო ორგანიზაცია “მზის შვილების” ინიციატივით, ევროპის მოედანზეც აღინიშნა ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. მასში მონაწილეობდნენ ორგანიზაცია “დედის ხელები” , საქველმოქმედო ფონდი “სიცოცხლე” „Pepsi Georgia საბავშვო ნატურალური მინერალური წყალი სნო ფერერო ჯგუფი სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“ სასტუმრო „ჰილტოპ თბილისი“ საქველმოქმედო ფონდი „ვაჩუქოთ მომავალი“ სოციალური საწარმო „კოდალა“ სოციალური საწარმო „ხარატულა“ სოციალური თერაპიის სახლი, ბავშვთა და მოზარდთა სადღესასწაულო ცენტრი მინიონები, თბილისის ქუჩებში ბილბორდებიდან „მზის შვილები“ გვიღიმიან… დღეს კი, რიყეზე, კიდევ ერთხელ ვუთხარით სამყაროს – დიახ, ერთად ყველაფერს შევძლებთ!

 

კომენტარები

კომენტარები