ფონდსა და კომპანია “ინტელექტს” შორის თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკება შედგა, რომლის საფუძველზეც, ფონდის შემომწირველები, ფონდის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები და დედმამიშვილები რომლებსაც საატესტატო და სააბიტურიენტო საგნებში მომზადება ესაჭიროებათ, ისარგებლებენ ფასდაკლებით. გარდა ამისა, მათ მიერ გადახდილი თანხიდან, ცენტრის ხელმძღვანელობის სურვილისამებრ, გარკვეული თანხა გადმოირიცხება ფონდში. კომპანია ინტელექტი დაარსდა 2016 წელს. 2017 წლის ივლისში გადაწყდა კომპანიის რებრენდინგი. კომპანია გაფართოვდა და გადავიდა ახალ ოფისში. “ინტელექტის” მისიაა აბიტურიენტებისთვისა და მასწავლებლებისთვის უნიკალური სასწავლო და სამუშაო მოდელის შეთავაზება. აბიტურიენტებს მოამზადებენ უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში საუკეთესო და მრავალწლიანი გამოცდილების, მაღალი პიროვნული ღირებულებების მქონე, კვალიფიციური, სიახლეებზე ორიენტირებული პროფესორ-მასწავლებლები. სწავლების პროცესში ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდებისა თუ საატესტატო გამოცდების ანალოგიური გამოცდა თითოეულ საგანში, რაც შესაძლებლობას გაძლევთ შეაფასოთ თქვენი ცოდნა და აიმაღლოთ მოტივაცია. კომპანიის მიზანია მსმენელების მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგების ჩვენება. თითოეულ ჯგუფში ისწავლის არაუმეტეს 5 მოსწავლე/აბიტურიენტი, რაც სწავლების მაღალი ხარისხის ერთ-ერთი გარანტია.შესაძლებელია როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მეცადინეობების ჩატარება. კომპანია „ინტელექტი“ გთავაზობთ ხელსაყრელ მდებარეობას, სასიამოვნო, კომფორტულ გარემოს, უამრავ სიურპრიზს და საინტერესო აქციებს, აქტიურ და სააზროვნო პროცესებით დატვირთულ სწავლებას. გახდი ქველმოქმედი და აიმაღლე ინტელექტი!

კომენტარები

კომენტარები