2017 წლის იანვარში ფონდში შემოვიდა სიღნაღის რაიონშიმ სოფ. ქვემო ბოდბეში მცხოვრები მარიამ კვციაბის განცახედება, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მეზობლის დახმარებას გვთხოვდა. ფონდმა გადაამოწმა ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ სოფელში, უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს 7 სულიანი ოჯახი, სადაც 3 მცირეწლოვანი ბავშვია, 3 წლის ანდრია, 1.2 წლის ამირანი და 1 თვის ანამარია. ანამარია დღენაკლული დაიბადა, თავიდან თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ სახლში გამოწერიდან რამდენიმე დღეში პატარას ფილტვი ჩაეკეტა, ჰემოგლობინი დაუვარდა და რამდენიმე კვირა რეანიმაციაში იწვა.

პატარების მშობლებს 10 წელი შვილი არ ჰყავდათ, იმკურნალეს, ყველაფერი გაყიდეს, ყველა ღონე იხმარეს რომ მათ სახლში ახალი სიცოცხლე დაბადებულიყო და ახლა მათი ნანატრი შვილების გაზრდა ასეთ პირობებში უწევდათ… ოჯახი ფაქტიურად მოხუცი დედამთილ-მამათილის პენსიით საზრდოობდა, ბავშვების მამა სამსახურს ვერ შოულობდა, დღიურად თუ იმუშავებდა, ესეც დიდი ბედნიერება იყო მათთვის.გამგეობამ მეორადი მაცივარი და გაზის ღუმელი შეუძინა, მაგრამ ოჯახს არ ჰქონდა სარეცხი მანქანა და 7 ადამიანის სარეცხის გარეცხვა ზამთარში ყინულივით ცივ წყალში უწევდათ. უამინდობის დროს მათ სახლშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ… იმდენად რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება პატარებს, რომ ხშირად ავადმყოფობენ, და რომ არა მათი გულისხმიერი მეზობლის, მარიამ კვიციანის დახმარება (რომელმაც ჩვენამდე მოიტანა მათი ამბავი), წამლის ყიდვასაც ვერ შეძლებდნენ. რამდენიმე დღეში ფონდმა 400 ლარის შეგროვება შეძლო და შევიძინეთ სარეცხის მანქანა, ჩვილი ანასტასიასთვის სელია, პამპერსი, სხვა ჰიგიენური ნივთები და საკვები. მადლობა თითოეულ შემომწირველს ამ ოჯახის სახელით!

კომენტარები

კომენტარები