მთავარი ფონდის შესახებ

ფონდის შესახებ

საქველმოქმედო ფონდი “დედის ხელები” დაარსდა 2016 წელს, თუმცა ოფიციალურად დარეგისტრირებამდე, მისი წევრები წლების მანძილზე ეწეოდნენ ქველმოქმედებას. ფონდის მიზანია, საზოგადობის თითოეული წევრის ჩართულობის მობილიზება იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელთა გადაჭრაც ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

ფონდის ძირითადი საქმიანობაა:

ქველმოქმედება;

სოციალურად დაუცველი პირებისათვის სხვადასხვა სახის დახმარების აღმოჩენა და დასაქმების გზების ხელშეწყობა;

ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისათვის და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის;

საქართველოში კონფლინქტის შედეგად დაზარალებულთა დახმარება;

მათი პრობლემების შესაწავლა და აღმოფხვრის გზების ძიება;

ბავშვთა და ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება და მხარდაჭერა;

ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა და ამ ძალადობის მსხვვერპლთათვის ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევა;

მარტოხელა დედების და ძალადობის მსხვერპლ ქალთა სოციალური და ეკონომიური გაძლიერების ხელშეწყობა;

ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ დედები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, იძულებით გადაადგილებული პირები, რეგიონის მოსახლეობა, რელიგიური პირები, სოციალურად დაუცველი და უკიდურესად გაჭირვებაში მყოფი ოჯახები. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები და ის პირები, რომლებსაც ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული რომელიმე სახის დახმარება ესაჭიროებათ.