თქვენ იცით რას ნიშნავს, როცა შვილის ტკივილს ვერ შველი?  იცით, რას ნიშნავს, როცა მისი ღიმილის უკან აუტანელი ტკივილი იმალება? როცა ხედავ, რომ შენი შვილი ცდილობს, ცრემლი დაგიმალოს, რადგან იცის, რომ ინერვიულებ…
ვინც იცის და გამოუცდია ეს მდგომარეობა , დამეთანხმებ რომ დედისთვის ეს ჯოჯოხეთია… ალბათ სიკვდილს ვარჩევდით ყველა ჩვენგანი, ვიდრე საკუთარი შვილის ტანჯვას ვუყუროთ…
მარიამ ბალახაძე დღენაკლული დაიბადა, გულის პრობლემებით, როდესაც გულზე ჩატარებულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მარტოხელა დედიკომ შვებით ამოისუნთქა, სწორედ მაშინ დაიწყო ჯოჯოხეთი _ გოგონას ორივე მენჯის დისპლაზია აღმოაჩნდა.
წლების მანძილზე ჩატარებული არაერთი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, მდგონარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა და დღეს უკვე მარიამი გადაადგილებას ვერ ახერხებს, ყოველი ნაბიჯი გაუსაძლის ტკივილს იწვევს… გოგონა არ დადის სკოლაში, ერიდება ხალხთან ურთიერთობას და მისი დღეები ჩაკეტილ ოთახში გადის… გარესამყაროს თავისი ფანჯრიდან უყურებს და ნატრობს, რომ სანუკვარი ოცნება აუხდეს, ნაბიჯი უმტკივნეულოდ გადადგას!  რამდენიმე ხნის წინ გამოჩნდა ექიმი, რომელიც მარიამს გარანტიას აძლევს, რომ ნატვრას აუხდენს… ამისთვის კი მათ 4500 ლარი სჭირდებათ, დანარჩენს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს…
გთხოვთ, ავუსრულოთ ნატვრა მარიამს, გავუკეთოთ საახალწლო საჩუქარი, და ამისთვის თითოეული თვენგანის 1 ლარი საკმარისი იქნება….
ვინც მარიამისთვის ჩარიცხავს თანხას, არ დაგავიწყდეთ დანიშნულებაში მიუთითეთ მარიამ ბალახაძე.
საქველმოქმედო ნომერი :
0 901 701 225 (ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან )

 დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი საიტიდან,  ღილაკით “დაეხმარე”  ან თანხა ჩარიცხეთ შემდეგ რეკვიზიტებზე:

საქართველოს ბანკი :

GE51BG0000000668714400 (GEL ; USD ; EURO )

თიბისი ბანკი :

GE64TB7015436080100015 ( GEL )

GE44TB7015436180100003 ( USD )

GE17TB7015436180100004 ( EURO )

ლიბერთი ბანკი :

GE86LB0115119616889001 ( GEL )

ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”.

კომენტარები

კომენტარები