მთავარი როგორ გავხდე პარტნიორი

როგორ გავხდე პარტნიორი

იმისთვის, რომ გახდეთ ფონდის პარტნიორი და მიიღოთ მონაწილეობა მის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში, რამდენიმე მეთოდი არსებობს:

1. ნებისმიერ კომპანიას შეუძლია გააფორმოს ხელშეკრულება ფონდთან, რომლის საფუძველზე, აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები ნებაყოფლობით, მათი სურვილისამებრ, დონაციის სპეციალურ ფორმაში მითითებულ თანხას ყოველთვიურად გადარიცხავენ ფონდში ავტომატურად. ამისთვის საჭიროა, რომ თანამშრომელმა შეავსოს ზემოთ აღნიშნული დონაციის ფორმა და გადასცენ დამსაქმებელი ორგანიზაციის ფინანსურ მენეჯერს ყოველთვიური ავტომატური გადაირცხვისათვის.

2. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია აწარმოებს პროდუქციას ან მომხმარებელს სთავაზობს გარკვეული სახის მომსახურებას, შესაძლებელია მცირე დონაციების განხორციელება წარმოებული პროდუქციის რეალიზების ან გაწეული მომსახურების პროცესში. მაგალითად, კომპანია თენდლაითი (ფრანგული ჭერი), ყოველი შეკვეთიდან, მოგების 1%-ს რიცხავს ფონდში.

3. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია პარტნიორობის მორგებული ფორმის განხილვა და განხორციელება.